განმარტებით ლექსიკონში პატარა ჩასწორებები არ გვაწყენდა. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან HACK marriage-ში.
16 ივნისს მათ Vimeo-ზე ვიდეო განათავსეს, სადაც ერთ-ერთი წევრი სან-ფრანცისკოს ბიბლიოთეკებში დადიოდა და სიტყვა ქორწინების განმარტებას სტიკერს აკრავდა.
ლექსიკონში სიტყვა ქორწინება განმარტებულია, როგორც ქალის და კაცის ფორმალური თანაცხოვრება. HACK marriage-ის სტიკერზე სიტყვა ქორწინება ნიშნავს ორი ადამიანის სამუდამო თანაცხოვრებას.
Tumblr -ზე HACK marriage-მა სტიკერების ფორმები გამოაქვეყნა და მნახველებს მოუწოდებს იგივე გააკეთონ და ლექსიკონებში შესწორებები შეიტანონ.