in

QR კოდის რენესანსი — როგორ შეუძლიათ ბრენდებს მისი გამოყენება?

QR კოდი რენესანსს განიცდის. ის ოდესღაც სახლს-გარე კამპანიებში (OOH) იხილეს, მაგრამ კოდის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მარკეტერებმა უკეთ გააცნობიერეს მისი ფართო დატვირთვა, ატრიბუციისა და ანალიტიკის მიმართულებით.

Instagram, რომელიც ჩამორჩება ელექტრონულ კომერციაში ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა TikTok და Snapchat, ახლა მშვიდად ავრცელებს QR-ზე დაფუძნებულ ახალ ფუნქციას ყველა მომხმარებლისთვის. როგორც ალესანდრო პალუციმ აღნიშნა, ინსტრუმენტის შეზღუდული საცდელი ვერსიით, პლატფორმა მომხმარებელთა ნაწილს ვიდეოებისა და შეტყობინებების გაზიარება QR კოდის მეშვეობით შეეძლებათ.

„ადამიანებისა და ბიზნესებისთვის გარკვეული კონტენტის გაზიარების გასაადვილებლად, ჩვენ ახლახან გამოვუშვით QR კოდების გენერირების შესაძლებლობა პროფილებისთვის, ტეგებისთვის, მდებარეობებისთვის, რილსებისთვის და სხვა“, — განმარტავს Meta-ს სპიკერი.

ეს კიდევ ერთი სიცოცხლეა QR კოდისთვის. 2015 წელს Snapchat-მა ჩაატარა ექსპერიმენტი QR-ზე დაფუძნებული Snapcodes-ის გაშვებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, მარტივად ედევნებინათ მეგობრებისთვის თვალყური. ანალოგიურად, TikTok-მა გამოუშვა საკუთარი QR კოდი, რომლის დახმარებითაც, ადამიანებს თავიანთი პროფილების გაზიარება შეეძლოთ.

საგულისხმოა, რომ ადრე ეს ინსტრუმენტი ბეჭდვით მარკეტინგში გამოიყენებოდა. სამხრეთ აფრიკის კომპანიამ Associated Media, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად Cosmopolitan-ის რეგიონულ გამოცემებს აქვეყნებს, დადებითი შედეგები მიიღო QR კოდების ბეჭდვით. მისი მეშვეობით, ბრენდის პარტნიორებმა შეძლეს, გაყიდვების ძაბრისთვის თვალი ედევნებინათ — ანალოგიდან ციფრულამდე. „ვენ დავიწყეთ QR კოდით, რადგან სამხრეთ აფრიკაში ეს არის გადახდის კარიბჭე, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენ ვითანამშრომლეთ ბანკის QR კოდის ტექნოლოგიასთან და დავიწყეთ მისი ტესტირება“, — ამბობდა Associated Media-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯულია რაფაელი.

თუმცა დანარჩენ მსოფლიოში QR კოდი ძირითადად განიხილებოდა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც არასოდეს ამართლებდა მის პოტენციალს. აუდიტორია ახლა უფრო იცნობს ინფორმაციის გაზიარებისა და ბმულების შექმნის კოდებს. მაგალითად, Marvel-ის უახლეს სერიებში დისნეიმ ჩართო QR კოდები სატელევიზიო შოუებში, რომლებიც მომხმარებლებს ბონუს კონტენტს სთავაზობს.

სოციალური სტრატეგია

დღეისათვის QR ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად იქცა. . სოციალურ პლატფორმებზე, ისევე როგორც ბეჭდურ მედიაში, კოდები მომხმარებლებისთვის შესყიდვის ძაბრის გასახსნელად გამოიყენება. რეკლამის განმთავსებლებს კი ის გაზომვის უფრო დიდ ვარიანტებს სთავაზობს.

ჯორდან ლუკეშის, Emplifi-ს კომუნიკაციების დირექტორის, თქმით, QR კოდები ბრენდებისთვის მრავალ შესაძლებლობას ხსნის, კერძოდ, სოციალური მარკეტინგის თვალსაზრისით. ყველამ ვიცით, რომ ეფექტური და გავლენიანი მარკეტინგი დიდი წარმატებაა — განსაკუთრებით, ახალგაზრდა მომხმარებლებში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ამან გააუმჯობესოს სავაჭრო გამოცდილება — შეგიძლიათ, გქონდეთ QR კოდები, რომლებიც პროდუქტის ინფორმაციას პოსტებთან აკავშირებს. ასევე, შესაძლებელია ამ კოდების მაღაზიებში განთავსება, ტანსაცმლის ადგილას. ეს ერთგვარად მინიმალისტური და საინტერესო პროცესი იქნება საზოგადოებისთვის.

„ეს არა მხოლოდ ქმნის მყიდველის ფიზიკურ გამოცდილებას, არამედ ბრენდებს ახალი გზების გამოყენებასა და მომხმარებელთა ჩართულობის ეფექტურად კონტროლში ეხმარება“, — ამბობს ლუკეში.

გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებლებისთვის ეს ტენდენცია დამატებით სარგებელს ქმნის. QR კოდებს ციფრული ინფორმაციის შენახვა შეუძლია — როგორიცაა როდის, სად და რამდენად ხშირად ასკანერებთ კოდს. ამრიგად, მისი გამოჩენა მოჰყვება პლატფორმებსა და მომხმარებლებს შორის შეთანხმებას, რადგან ჩვენ მსგავს მონაცემებზე წვდომის ნებას გავცემთ. კოდის გამოყენება, შესაძლოა, ნაადრევი იყოს სმარტფონის კამერითა და სოციალური მედიით სარგებლობისთვის. თუმცა, რადგან ინსტაგრამმა და სხვა ძირითადმა სოციალურმა პლატფორმებმა მიაღწიეს უზარმაზარ ნაბიჯებს ელექტრონული კომერციის ოპერაციების გაფართოებაში, QR კოდმა კვლავ იპოვა გზა მარკეტინგის არსენალში.

30 წლის შემდეგ ŠKODA-მ ლოგო და იდენტობა განაახლა

UFC-ის ყველაზე რეიტინგული ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო პარტნიორი ათლეტი გახდა