in

„ჩვენთან ბარათით ვერ გადაიხდით“ – რა უნდა ქნან ასეთმა სავაჭრო ობიექტებმა?

სავაჭრო ობიექტები, რომლებიც პლასტიკური (სადებეტო) ბარათის გატარებაზე უარს გეტყვიან, დღეს უკვე, ძნელად მოიძებნება, თუმცა ფაქტია, რომ ისინი, ჯერ კიდევ, არსებობენ და კონსულტანტები გვეუბნებიან: „ბოდიში, მაგრამ ჩვენთან ბარათით ვერ გადაიხდით“…

bog
bog-mob

შეგქმნიათ, თუ არა უნაღდო ანგარიშსწორების (საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადახდა ნაღდი ფულის მონაწილეობის გარეშე) შეუძლებლობის გამო დისკომფორტი? მაგალითად, ნაღდი ფული არ აღმოგაჩნდათ და ამის გამო, ვერ იყიდეთ წამალი, ბუტიკში – ძლივს შერჩეული სამოსი თუ უბნის მაღაზიაში – საკვები პროდუქტი?- ეს შემთხვევით არ ხდება და შესაძლოა, მიზეზი ობიექტურადაც კი მივიჩნიოთ: მცირე ბიზნესებს, რომელთაც წლიური ბრუნვა ისედაც დაბალი აქვთ, მზად არ არიან დამატებითი ხარჯების გასაწევად. დამატებით ხარჯებში კი მოიაზრება საჭირო პოს-ტერმინალების შეძენა, რომელიც უნაღდო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს და საკომისიო, რომელსაც მერჩანტი ( საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანია) ბანკს უხდის, მომხმარებლებისთვის ამ დამატებითი კომფორტის შექმნისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონი აღარ არის ფუფუნების საგანი და მასზე ხელმისაწვდომობა უმეტესობას აქვს, მთელი საქართველოს ბანკმა, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გადახდის ახალი სისტემის – QR PAY-ს დანერგვა დაიწყო.

რა არის QR კოდი – ე.წ. სწრაფი გამოხმაურების ორგანზომილებიანი შტრიხკოდი, რომელსაც დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია.
რას ნიშნავს QR გადახდა? – უკონტაქტო გადახდის მეთოდი, QR კოდის სკანირებით, მობილური აპლიკაციიდან.

ანუ, ყველა მომხმარებელი, ვინც საქართველოს ბანკის მობილ ბანკით სარგებლობს და საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express) ფლობს, QR PAY-თ გადახდას მარტივად შეძლებს: მომხმარებელი მობილ ბანკს ხსნის  და QR კოდის წაკითხვით იხდის. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, კლიენტს და მერჩანტს ბანკისგან SMS-ები ეგზავნებათ. 

QR კოდი და მცირე ბიზნესები
იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა QR-ით სარგებლობა შეძლონ, უნდა მიმართონ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და QR PAY-ს გადახდის სისტემაში უსასყიდლოდ ჩაერთონ. ამისთვის საჭიროა, ისინი საქართველოს ბანკში, ეროვნულ ვალუტაში, მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს ფლობდნენ.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება, ნაცვლად პირველ ივლისამდე არსებული 100 000 ლარისა.

რა პრობლემას ჭრის გადახდის ეს მეთოდი მცირე მეწარმეებისთვის?
მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან.მომხმარებლებისთვის რა სარგებელს მოიტანს QR კოდით გადახდა?
მომხმარებლები თავად აირჩევენ გადახდის სასურველ მეთოდს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავაჭრო ობიექტი ვერ მისცემს ტერმინალით გადახდის საშუალებას, QR კოდის ბიზნესის შემოსავალზე მორგებული საკომისიოს გამო, უნაღდო ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება ისეთ სავაჭრო ობიექტებშიც, სადაც აქამდე ეს ვერ ხერხდებოდა.

QR-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილ ბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად დაემატება. ამჟამად, 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-თ გადახდა შესაძლებელი და მათი ჩამონათვალიც გაიზრდება.

მომხმარებლების წახალისების მიზნით საქართველოს ბანკმა QR გათამაშებაც დაიწყო. იმ მომხმარებელსა თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-თ, შესაძლებლობა აქვს, მოიგოს 2 კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში, ჯამში,  16 გამარჯვებული გამოვლინდება. 

„ძალადობრივი ტურიზმი“ – ტურიზმის ერთ-ერთი სახოება ჩინეთში

Nike-ის აპლიკაცია ანდროიდის მომხმარებლებისთვის