in

QSL ბარათების მომხიბლავი სამყარო, როგორც დიზაინერების „მასწავლებელი“

ვიდრე ინტერნეტი კომუნიკაციის პრობლემებს ელ.ფოსტის ან სხვადასხვა სოციალური მედიის მეშვეობით შეამცირებდა, ადამიანებს ერთმანეთთან დასაკავშირებლად უფრო ნელი ვარიანტები ჰქონდათ. ზოგიერთი წერილებს წერდა, ღია ბარათებს აგზავნიდა, ოპერატორები კი ბუნდოვან კომუნიკაციას ეყრდნობოდნენ, რომელიც ცნობილია როგორც QSL ბარათი.

ახალი წიგნი „QSL?: ორმხრივი რადიო ვიზუალური ენა“ 150-ზე მეტ ბარათს მოიცავს, რომელიც რადიო ქსელებისა და ვიზუალური კომუნიკაციის სისტემას ასახავს. QSL ბარათები, რაც ნიშნავს „მე ვადასტურებ თქვენი გადაცემის მიღებას“, მე-20 საუკუნის დასაწყისში ყოველდღიურობის ნაწილი იყო — ანუ, მაშინ, როცა მილიონობით რადიომოყვარული ჩაერთო კონკრეტულ რადიო სიხშირეებზე, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესაუბრათ უცნობებთან და იდეები გაეცვალათ. ხშირად ოპერატორებმა არ იცოდნენ, რა მანძილიდან მოდიოდა შეტყობინებები, ამიტომ QSL ბარათებს გზავნიდნენ იმაში დასარწმუნებლად, რომ რადიოსიგნალი წარმატებით მიიღო ადრესატმა.

სულ მალე ამ ბარათების შეგროვება ჰობად იქცა. რამდენიმე წლის წინ კი დიზაინერი როჯერ ბოვა ნიუ-იორკის ვინტაჟურ მაღაზიაში QSL ბარათების დასტას წააწყდა და მაშინვე გაოცდა მათი ვიზუალური ხასიათით. ვიზუალურად, ისინი ნაწილობრივ ღია ბარათებია, ნაწილობრივ კი — სავიზიტო. ამ ფურცლებმა ოპერატორებს საშუალება მისცა გამოეხატათ თავიანთი ინდივიდუალობა ღია ბარათის ზომის ტილოზე. ისინი ერთად ქმნიან სტილის, ფერების, შრიფტებისა და ძირითადად ხელით დახატული ილუსტრაციების ექსპრესიულ კალეიდოსკოპს.

სწორედ ამ გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის გამო მოუყარა ბოვამ ბევრ QSL ბარათს თავი და წიგნად გამოსცა. წიგნში თითოეული ბარათის წინა და უკანა მხარეები ნაჩვენებია 1:1 მასშტაბით, ხოლო ზოგიერთი გრაფიკული დეტალი გადიდებულია 500%-ით. „ეს არის პიკანტური ნივთი, რომელიც აღაფრთოვანებს და აწუხებს დიზაინერებს“, — ამბობს ჯესი რეიდი, ბრუკლინში დაფუძნებული დიზაინის ფირმა Order-ის პარტნიორი და Standards Manual-ის თანადამფუძნებელი.

როგორც ბოვას, ისე რეიდისთვის, წიგნი მიზნად ისახავს დიზაინერებისთვის უჩვეულო ვიზუალური საკვების მიწოდებას. „ეს ჰგავს დილის ფინჯანი ყავის დალევას — შთაგონება თქვენი გონების გასაწმენდად”, — აღნიშნავს ბოვა. ამავდროულად, ბარათების დიზაინის რამდენიმე გაკვეთილს „მოიცავს“. თითოეული მათგანი საუკეთესო მაგალითია „ავთენტური“ დიზაინისთვის — ზუსტად საპირისპიროა ე. წ. გაპრიალებული გრაფიკული კომუნიკაციისა, რომლისკენაც კორპორაციები ისწრაფვიან. ბოვას თქმით, QSL ბარათები გვასწავლის, რომ რთული სტრატეგიების შემუშავების ნაცვლად, მთავარია, მუდმივად ხალისი შეინარჩუნონ დიზაინერებმა.

Email ავტომოპასუხე – ზარმაცი მარკეტერის ერთგული მეგობარი

საქართველოს ბანკმა „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში 2 ნომინაციაში გაიმარჯვა