in

თქვენი ტანსაცმლით ტელეფონის დამუხტვას შეძლებთ

ბატარეის ალტერნატიულ საშუალებებზე ნადირობამ მეცნიერები რამდენიმე ძალიან საინტერესო გზამდე მიიყვანა. მათ შექმნეს ბატარეები, რომლებიც ოფლით იკვებება და ხით არის დამზადებული. თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა — ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს გზა, რომლითაც თქვენი ტანსაცმელების ბატარეად გადაქცევაა შესაძლებელი. 

კვლევა კი ზუსტად ამ მიზნით ჩატარდა, რათა ეპოვათ გზა, რომლითაც ადამიანის ბუნებრივად წარმოებულ ენერგიას გამოიყენებდნენ და მას ისე გარდაქმნიდნენ, რომ ციფრული მოწყობილობების დამუხტვა შესძლებოდათ. მკვლევრებმა 15.24×20.32 სანტიმეტრი ქსოვილი შექმნეს, რომელსაც ენერგიის გამომუშავება და 100 LED განათების შენარჩუნება შეუძლია. 

ქსოვილი კი პოლიმერია, რომელიც მასზე მოქმედ სტრესზე რეაგირებს. დიახ, ნებისმიერი ტიპის შეხებას იგი ელექტროენერგიად გადააქცევს. გამოდის, თუ მაგალითად, სამსახურში ამ ქსოვილის ბატარეის მქონე მაისურს ჩაიცვამთ, თქვენი მოძრაობით იგი ელექტროენერგიას წარმოქმნის და ციფრული მოწყობილობების დამუხტვის პრობლემაც აღარ გექნებათ. 

საინტერესოა ისიც, რომ ქსოვილის გამძლეობის გამოსაცდელად იგი მრავალჯერ გარეცხეს — ბატარეამ 5 თვის მანძილზე იმუშავა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქსოვილი საშლელს ჰგავს, წარმოუდგენლად გამძლე და წყალგაუმტარია. 

დიახ, ამ ბატარეის დამზადების ტექნიკური ნაწილიც საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. მეცნიერებმა ძირითადი ნაწილისთვის ელექტროდის ნიმუში ვერცხლისა და ქაფის მსგავს ჰიბრიდულ მატერიაზე დაბეჭდეს. შემდეგ ნანობოჭკოვან მასალაზე მიამაგრეს, რომელიც კალციუმის ტიტანის ოქსიდის მინერალებისგან შედგება. სწორედ ეს მინერალებია ის, რაც ქსოვილის მანიპულირებისას ელექტრულ მუხტს წარმოქმნის. შედეგად, პროტოტიპმა კვადრატულ მეტრზე 2.34 ვატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო. გამოდის, მსგავსად, თქვენი ციფრული მოწყობილობების გამოყენებას მთელი დღის მანძილზე მოახერხებთ.

როგორ გავლენას ახდენს პესტიციდების გამოყენება გარემოზე?

რას ნიშნავს აუდიო ფორმატების შერწყმა მარკეტერებისთვის?