in

რატომ შეკერა ყვავილები ქსოვილისგან ბრიტანელმა არტისტმა

თანამედროვე არტისტები მრავალ, შემოქმედებითად საინტერესო ექსპერიმენტს გვთავაზობენ და მათ შორის ბრიტანელი ანტ ჰამლინიცაა, რომელიც ახალი გამოფენით დაბრუნდა, ამჯერად ბერლინში. გამოფენას „ტერარიუმი” ეწოდება და ნამუშევრები დამზადებულია ქსოვილისგან.

BOG
BOG

გამოფენაზე წარმოდგენილია შუშის ქილებში მოთავსებული, ხელით შეკერილი ყვავილების მინიატურული სამყარო. არტისტს ამით ერთდროულად ცოცხალი და ხელოვნური სამყაროს წარმოჩენა სურდა. ყვავილების სილამაზე თან წინაა წამოწეული, თან თითქოს დაკარგულია. ეს კონტრასტები ჰამლინის ნამუშევრების სტილია, რომელიც ასახავს ადამიანის მოთხოვნილებას, შეინარჩუნოს მის გარშემო არსებული ნივთები, სილამაზე და შეაჩეროს დრო, თუმცა უმეტესობა, რასაც ადამიანი ქმნის, მაინც დროებითია.

 

 

Budweiser-ის ლიმიტირებული გამოშვება, როგორც პოპ-არტის ნაწილი

კამპანია, რომელშიც მშობლები ყოველდღიურ გამოწვევებს მშვიდად ხვდებიან