in

Quad Gods – მსოფლიო დონის გეიმერები, რომლებიც მხოლოდ პირის დახმარებით თამაშობენ

ისინი ვიდეო თამაშებისთვის იყენებენ მოწყობილობას QuadStick

ფრაზას, რომ “შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს” გეიმერებიც ამტკიცებენ, რომლებმაც უბედური შემთხვევიდან, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენამდე საკმაოდ რთული და დიდი გზა გაიარეს.

ყველაფერი ასე დაიწყო.

კრის სკოტი, გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად, პარაშუტით გადმოხტა. პარაშუტის გაუმართაობისა და ავარაიული დაშვების შედეგად, 25 წლის ინსტრუქტორი გარდაცვალა, საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე. კრისი კი სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა მიღებულმა ტრავმამ კისრის ქვემოთ სრული პარალიზება გამოიწვია.

“მე ვიყავი სინათლის სხივი, სიკვდილისგან დაშორებული” – თქვა 11 დღიანი უგონო მდგომარეობის შემდეგ გამოღვიძებულმა სკოტმა. ბუნებრივია, ის მოგვიანებით სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმი დევიდ პუტრინო გაიცნო. მათი გულახდილი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ კრისს ვიდეო თამაშები უყვარდა, ექიმისთვის კი წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ეს სრულად პარალიზებულ პაციენტს. თუმცა, როგორც კრისმა დაამტკიცა, ყველაფერი შესაძლებელია – ის ვიდეო თამაშებისთვის იყენებს მოწყობილობას QuadStick, რომელიც პირის დახმარებით იმართება.

ამ შესაძლებლობამ კრისსა და დევიდს ახალი, ინოვაციური და კეთილშობილური იდეისკენ უბიძგა. ორივე მათგანს კარგად ესმოდა ელექტრონული სპორტის მზარდის ინდუსტრიის მნიშვნელობა და დაებადათ კითხვა, რა მოხდებოდა, თუ კრისის უნარ-ჩვევებსა და ექიმის ცოდნას სხვა კვადრიპლეგიური (ოთხივე კიდურის დამბლის მქონე) მოთამაშეებისთვისაც გამოიყენებდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს, მიეწერათ ყველასთვის, ვისთანაც ხმა მიუწვდებოდათ და მიუხედავად იმისა, რომ გამოხმაურებას არ ელოდნენ, იდეამ უამრავი ადამიანი მოხიბლა – “ხალხი სწრაფად დაგვიკავშირდა და თითოეული მათგანი გვეუბნებოდა, რომ სურდათ, ამის ნაწილი გამხდარიყვნენ” – იხსენებს კრის სკოტი.

მალევე შეიკრა 8 კაციანი გუნდი, რომლის შეხვედრებიც ინტენსიურად იმართებოდა. ყველა ხვდებოდა, რომ ეს სწორედ ის გუნდია, რომელსაც ელექტრონულ სპორტში უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეუძლია. ერთ-ერთი პირველი თამაში, რომელიც მათ ინტერნეტ სივრცეში ითამაშეს League of Legends და როგორც გეიმერები იხსენებენ ეს იყო შემთხვევა, როდესაც გუნდურად მუშაობის საოცარი უნარი აღმოაჩინეს. თანაც, ეკრანებს მიღმა მყოფი ადამიანები ვერ იჯერებდნენ, როგორ იყო შესაძლებელი ასე, მხოლოდ პირის მეშვეობით თამაში.

თამაში თერაპიული ხასიათის იყო. მას დიდი როლო მიუძღვის ჩემი სიცოცხლის გადარჩენაში.

მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, გუნდი უკვე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და მოულოდნელად ყველასათვის მძიმე დღე დადგა – კრის სკოტი გულმკერდის ინფექციით გარდაიცვალა… ეს ყველასათვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა საკუთარ თავს დანებების უფლება არ მისცეს და გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ ის, რაც კრისმა დაიწყო. გუნდმა შეხვედრები განაგრძობს, თანაც, სახელით Quad Gods – “ჩვენ თავს Quad Gods-ს ვეძახით, რადგან გონებაში ყველანი საკუთარი ცხოვრების წესის ღმერთები ვართ” – ამბობს ერთ-ერთი გეიმერი.

მრავალ ტურნირში გამარჯვებისა და დაფინანსების მოპოვების შედეგად, Quad Gods ახალი მიზნებისკენ მიიწევს, რაც მომავალი წლისთვის ელექტრონული სპორტის მსოფლიო ჩემპიონატის დონედე გაზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური კომიტეტი 2024 წლისთვის ელექტრონულ სპორტს ოლიმპიადის ნაწილად განიხილავს.

ასტრონომებმა მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს

Window Project წარმოგიდგენთ გელა წულაძის ინსტალაციას სახელწოდებით „Keep Camouflage“