28
Nov
2019

ძაღლისებურ რობოტებს უკვე ვერტიკალურ კიბეზე ასვლა შეუძლიათ

28 Nov 2019

veon
veon


Tokyo Metropolitan University-სა და Okayama University-ს მეცნიერებმა შექმნეს ძაღლისებური რობოტი, რომელსაც გასაშლელ, ვერტიკალურ კიბეზე ასვლა შეუძლია. ის იყენებს 3D კამერასა და შეხების სენსორებს. გარდა ამისა, ნეირონულ ქსელს, როგორც ერთგვარ პროგრამას, რომელსაც სწავლა შეუძლია, რობოტი კომპლექსური ფუნქციების შესასრულებლად იყენებს. მათ შორის კი, კიბეზე ასვლის ნაწილში. გუნდმა რობოტის შესახებ პირველად IEEE/RSJ International Conference on Intelligent Robots and Systems-ზე ისაუბრა. Business Insider-ის ცნობით, ეს არის პირველი რობოტი, რომელსაც ვერტიკალურ კიბეზე ასვლა შეუძლია.

რობოტის წონა 9 კილოგრამამდეა და მას აქვს სპეციფიკური ფეხები, რომლის ნაწილებიც მოძრავია, ნეირონული ქსელის მეშვეობით კი ყოველ ჯერზე, რობოტი ასწავლის საკუთარ თავს, თუ როგორ შეინარჩუნოს ბალანსი ვერტიკალურ კიბეზე ასვლისას და არეგულირებს ფეხების სენსორებს. გუნდს ჯერჯერობით კვლევა არ გამოუქვეყნებია (ეს ბიუროკრატიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული), თუმცა გავრცელდა ვიდეო, რომლის ნახვაც ქვემოთ შეგიძლიათ.

 

 

განხილვა