მდგრად ენერგიაზე გლობალური გადასვლის მნიშვნელობა ფართოდ განიხილება პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში. ქარის, მზისა და ბირთვული ენერგია სწრაფად ცვალებადი კლიმატის პირობებში საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.
თუმცა ხშირად გვავიწყდება მდგრადი ენერგიის ერთი პერსპექტიული წყარო: გეოთერმული ენერგია. ეს არის დედამიწის გულიდან მომავალი ენერგია, სადაც რადიოაქტიური დაშლა ძლიერი სითბოს უწყვეტ წყაროს წარმოქმნის. ამ სუფთა რესურსზე წვდომის მოსაპოვებლად, კომპანია Quaise დედამიწის ქერქში უფრო ღრმად ჩასვლას გეგმავს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

დედამიწის ზედაპირზე გეოთერმული სითბო ცხელი წყაროებით ან გეიზერებით ვლინდება. ახლა კი მეცნიერებს საშუალება ექნებათ, ეს სითბო ორთქლის ელექტროენერგიის შესაქმნელად გამოიყენონ. მართალია, მსოფლიოს ენერგიის 1%-ზე ნაკლები მოდის გეოთერმული წყაროებიდან, მაგრამ MIT-ის შვილობილი კომპანია Quaise თვლის, რომ გეოთერმულ ენერგიას შეუძლია, მსოფლიოს ენერგიის 8.3% უზრუნველყოს. ეს კი 40 ქვეყნის ენერგიით მომარაგებას გულისხმობს.
ამისათვის MIT-ის მკვლევრების მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც ბურღვის ზოგიერთ კლასიკურ სირთულეს უპრობლემოდ გადალახავს. თუმცა მოწყობილობა ჯერ კიდევ პროტოტიპის დონეზეა და განვითარებას საჭიროებას. კომპანია იმედოვნებს, რომ მალე დაიწყებს პროტოტიპებზე მუშაობას, 2028 წლისთვის ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გეოთერმული ორთქლის ელექტროსადგურებად გადაქცევის მიზნით.











