საუზმე მხოლოდ დილის ჯანსაღად დაწყებას არ ეხება… ეს უფრო მეტია — თითქოს, ოჯახის წევრებისთვის ერთგვარი „გულწრფელობის სივრცე“ იქმნება, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ. ცნობილმა რეჟისორმა, შარლოტა უელსმა შვრიის კომპანია Quaker-ისთვის განკუთვნილ რეკლამაზე მუშაობისას ამოსავალ წერტილად სწორედ ეს მოცემულობა აიღო.
სიუჟეტი წლების განმავლობაში გვამოგზაურებს მამა-შვილის ცვალებად დინამიკაში — ბავშვობიდან თინეიჯერობის ეტაპამდე და შემდეგ ზრდასრულობიდან მამის როლის მორგებამდე. ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება, საუზმის ტრადიციის შვილიდან-შვილზე გადაცემაა.
„ოჯახური კავშირები, სიხარული თუ ტკივილი დროის სვლის, გაზრდისა და სიბერის შესახებ — ეს ის თემებია, რომლებიც გამუდმებით გონებაში მიტრიალებს. ვიდეორგოლის სცენარის იდეაც მათზე ფოკუსირებით წამოვიდა“, — აღნიშნავს უელსი.