in

როგორ ზრუნავენ Bolt-ში ხარისხის გაუმჯობესებაზე

Bolt საქართველოში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და მომხმარებლებს ხარისხიან, კონკურენტუნარიან და დასამახსოვრებელ სერვისს სთავაზობს. ამ სერვისის უკან კი, მუდმივ განვითარებაზე, ინოვაციებსა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული გუნდი დგას. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ზრუნავს Bolt საქართველოში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით.

Bolt ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მგზავრების შეფასებებს. მომხმარებლების უკუკავშირის დახმარებით, კომპანია აანალიზებს სერვისის ძლიერ და სუსტ მხარეებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მომსახურების გასაუმჯობესებლად. თითოეული მგზავრის გამოცდილება განიხილება ინდივიდუალურად, რათა ყოველი შემდეგი მგზავრობა უკეთესი იყოს.

იმისთვის, რომ პარტნიორი მძღოლი Bolt-ის პლატფორმაზე აღმოჩნდეს და მგზავრების გადაყვანა შეძლოს, კომპანიას კონკრეტული და მკაცრი სტანდარტები აქვს. თითოეული მძღოლი რეგისტრაციისას გადის საფუძვლიან ვერიფიკაციის პროცესს, ხოლო ავტომობილები რეგულარულად მოწმდება სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კუთხით. ხარისხიანი სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილია, რომელსაც პროფესიონალი მძღოლი მართავს. შესაბამისად, კომპანიისთვის ამ მიმართულებების კონტროლი პრიორიტეტულია.

Bolt-ში იაზრებენ, რომ პატარა ნაბიჯებსა და მცირე დეტალებზე ზრუნვას დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. Bolt-ის ავტომობილებში ალბათ არაერთხელ დაგხვედრიათ ტელეფონის დამტენი, წყალი, ხელსახოცი და ტკბილეული. განსაკუთრებულ დღეებში და დღესასწაულებზე, იქნება ეს ვალენტინობა, ქალთა დღე თუ ახალი წელი, კომპანია მომხმარებლებს პატარა სიურპრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით ანებივრებს.

მგზავრობის გამოცდილების გარდა, Bolt-ის აპლიკაცია არაერთი ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც მგზავრობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის. აპლიკაციით შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ მგზავრობა, დააკავშიროთ თქვენი კალენდარი, დაამატოთ სანდო კონტაქტები, მიუთითოთ რამდენიმე მისამართი, გაუზიაროთ მგზავრობა თქვენს საყვარელ ადამიანებს და სხვა.

თუ ჯერ კიდევ არ გიმგზავრიათ Bolt-ით, გადმოწერეთ აპლიკაცია და თავად ცადეთ ხარისხიანი სერვისი!

[R]

ახალი ხელწერა ახალ პროექტში „ჰოუმერ ალფა“

ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და საუკეთესო ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობა