ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში მრავალმა დარგმა დაიწყო აქტიური განვითარება, თუმცა არის ისეთებიც, სადაც პროგრესს მეტი ხელშეწყობა სჭირდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბიოინფორმატიკა და ბიოინჟინერია. ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებაში, თავისი მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალური სამეცნიერო გადაწყვეტილებებით, აქტიურად ჩაება საერთაშორისო კომპანია Quantori Georgia, რომელსაც დარგის ტრანსფორმაციის საფუძვლად განათლების ხელმისაწვდომობა მიაჩნია. კომპანიამ მიზნად დაისახა, საკუთარი რესურსების დახმარებით, წვლილი შეიტანოს საქართველოს პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.
საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან, სასწავლებლებთან და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, Quantori Georgia მომავალი ბიოინფორმატიკოსებისა და ბიოინჟინრებისთვის სასწავლო გარემოსა და კარიერულ პერსპექტივას ქმნის. ეს კი გულისხმობს, სხვადასხვა პროგრამის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობას, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე სამეცნიერო ინსტიტუტების მხარდაჭერას, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურის მაღალტექნოლოგიური განვითარების უზრუნველყოფას. საერთაშორისო სტანდარტების კომპანიის საქართველოში საქმიანობის შედეგად, ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოყალიბდებიან სპეციალისტები, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით, შესაბამისი განათლების მიღების საფუძველზე, შეძლებენ იმუშაონ მზა მოწყობილობების მხარდაჭერასა თუ მაღალი დონის კომპლექსური გადაწყვეტილებების ნულოვანი წერტილიდან შექმნაზე.
რას საქმიანობს Quantori Georgia?
Quantori Georgia გახლავთ ამერიკული კორპორაცია Quantori-ს წარმომადგნელობა საქართველოში, რომელიც ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბიოტექნოლოგიური, ფარმაკოლოგიური და ჯანდაცვის მიმართულების კომპანიებისთვის. კომპანია აერთიანებს სამეცნიერო მკვლევრების, კომპიუტერული ინჟინრების, მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკოსების, აზრის ლიდერების ცოდნას და გამოცდილებას, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: Java, JavaScript (React, Angular), Node JS, Mobile Development (Flutter, IOS, Android), Python, DevOps, QA, BA, ბიოინფორმატიკა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისათვის, ასევე ლაბორატორიული ინფორმატიკა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი ოპერაციები, მაღალი წარმადობის გამოთვლები და სხვა.
მსოფლიოს მასშტაბით, Quantori-ს 800-ზე მეტი ექსპერტ–თანამშრომელი ჰყავს. 2019 წლის დეკემბრიდან, კომპანიამ საქართველოშიც გახსნა წარმომადგენლობა – „ქვანტორი ჯორჯია“ (Quantori Georgia), რომელმაც 2023 წლიდან საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღო. 2022 წელს, ეროვნული ბიზნესრეიტინგების გაერთიანებისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის გადაწყვეტილებით, Quantori Georgia-ს მიენიჭა ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო – “რეიტინგი ოქრო“, დასაქმების მიმართულებით წარმატებული ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობისათვის.
კომპანიის გამოცდილება და შესაძლებლობები
Quantori მსოფლიოში 6 სხვადასხვა ლოკაციაზეა წარმოდგენილი, სათაო ოფისი კი კემბრიჯში, აშშ–ში მდებარეობს. კომპანიას აქვს საქმიანობის მრავალწლიანი პრაქტიკა. მისი დამფუძნებელი გუნდი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სექტორში კვლევების წარმართვის მიმართულებით, 20 წელზე მეტ საერთაშორისო გამოცდილებას ფლობს. Quantori-ს ჰყავს ისეთი მაღალი დონის პარტნიორები და კლიენტები ბიოინჟინერიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სფეროში, როგორიცაა: Pfizer, LGC, PerkinElmer, The Jackson Laboratory, FogPharma, Flagship Pioneering, Bruker და სხვები.
ჩამოყალიბების დღიდან Quantori-ის გუნდმა იმუშავა 1500-ზე მეტ პროექტზე, რაც მოიცავს სხვადასხვა პლატფორმას, აპლიკაციასა თუ სხვა ხელსაწყოებს, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კუთხით.
კომპანიის აღმასრულებელი გუნდი დარგის ისეთ პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებსაც აქვთ Pfizer-ში, AstraZeneca-ში, Vertex-ში, Eli Lilly-სა და Amgen-ში, Intelligent Medical Object-ში, ასევე Deloitte Consulting-სა და სხვა დიდ კორპორაციებში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რამაც Quantori-ის გუნდის რეპუტაცია და სანდოობა კიდევ უფრო გაამყარა.
Quantori საქართველოში
Quantori-ის საქართველოს წარმომადგენლობის – Quantori Georgia-ს გახსნა ზაალ ბერიაშვილის ინიციატივას უკავშირდება. ის გახლავთ კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების კომპანიაში GGA, შემდეგ კი, EPAM-ში პროექტების მართვის მიმართულებით წამყვან მენეჯერულ პოზიციას (Director, Project Managament) იკავებდა. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალწლიან აკადემიურ და პედაგოგიურ საქმიანობას როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ამჟამად, ზაალ ბერიაშვილი წარმომადგენლობას კომპანიის დირექტორთან სანდრო სონღულაშვილთან ერთად უძღვება.
როგორ ზრდის Quantori Georgia გუნდის წევრებს საქართველოში
კომპანია აერთიანებს როგორც კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ სწორად გააანალიზონ და დაახარისხონ ამა თუ იმ სამედიცინო სამეცნიერო კვლევის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია. თანამშრომელთა უმრავლესობამ Quantori Georgia-სთან თანამშრომლობა სტაჟირებით დაიწყო და დეველოპერთა გუნდთან ერთად მუშაობისათვის, კომპიუტერული მეცნიერებების საბაზისო ნაწილი და ინფორმატიკა შეისწავლა.
გუნდის ახალმა წევრებმა, ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, საწყისი საფეხურიდან მენეჯერულ პოზიციებზე გადაინაცვლეს. Quantori Georgia-ს სურდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც ამ მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონდათ, უმოკლეს დროში გადაემზადებინა და მათთვის დარგში ახალი კარიერული შესაძლებლობები შეეთავაზებინა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის, Quantori QA და IT ტესტირების მიმართულებით ღირებულ ადამიანურ რესურსს აერთიანებს.
თანამშრომლობა სასწავლებლებთან და ორგანიზაციებთან
ქვეყანაში ბიოინფორმატიკისა და ბიოინჟინერიის განვითარებაზე Quantori Georgia განათლების გაზიარებითაც მუშაობს. საქართველოში ოპერირების განმავლობაში, კომპანია აქტიურად ატარებს საჯარო ლექციებს და თანამშრომლობს ქვეყანაში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან – BTU, ილიაუნი, თსუ, თსსუ, SDSU, KIU, IT Academy STEP Georgia და სხვა; ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და USAID ეკონომიკის უსაფრთხოების პროგრამასთან.
საგანმანათლებლო აქტივობები საქართველოში
Quantori Georgia აქტიურად მუშაობს საუნივერსიტეტო სივრცეში ბიოინფორმატიკისა და ბიოინჟინერიის მიმართულების სასწავლო პროგრამების დანერგვაზე. კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებისთვის სამეცნიერო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. სასწავლო პროცესში, Quantori Georgia საერთაშორისო გამოცდილების მქონე იმ დოქტორების ჩართულობასაც უწყობს ხელს, რომლებიც კომპანიის გუნდის წევრები არიან და ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. აქ დასაქმებული არაერთი წარმატებული მეცნიერი, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ახორციელებს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
ამჟამად, Quantori Georgia აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და უძღვება ლექციებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, თემაზე – Modern Concurrency Programming.
კომპანია Quantori Georgia მუდმივადაა ჩართული ქვეყანაში ინფორმაციული ტენოლოგიების და ბიოინფორმატიკის მიმართულებით კვალიფიციური ადამიანური რესურსის აღზრდაში, პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში. რეგულარულად ატარებს საჯარო ლექციებს ბიოინფორმატიკისა და ბიოინჟინერიის აქტუალურ საკითხებზე.
Quantori Georgia-ს გეგმები
დარგის განვითარების სურვილიდან გამომდინარე, Quantori Georgia მზადაა ითანამშრომლოს სხვა კომპანიებთან, სტარტაპერებთან თუ ცალკეულ სპეციალისტებთან და გაუზიაროს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
კომპანია გეგმავს საკუთარი რესურსებიც ჩართოს დარგობრივი განათლების ხელშეწყობაში და თავისსავე საოფისე სივრცეში უზრუნველყოს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამას გარდა, უკვე ფუნქციონირებს Quantori Academy, რომელიც კომპანიასთან თანამშრომლობით დაინტერესებული კანდიდატების გადამზადებაზე მუშაობს და უკვე 700-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს მსოფლიოს გარშემო. სწავლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და მას საერთაშორისო პროფესიონალები უძღვებიან. კურსის დასრულების შემდგომ, კომპანია წარმატებულ მონაწილეებს თანამშრომლობასა და სწრაფ პოზიციურ წინსვლას სთავაზობს. Quantori ყოველთვის მზადაა, უნივერსიტეტების სტუდენტებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, ჩართოს პროექტებში, დაეხმაროს სადიპლომო თემების შერჩევასა და სრულყოფაში, და ხელი შეუწყოს მათ აკადემიურ წინსვლას.
[R]