in

ნახეთ: ქუჩის ხელოვნებად ქცეული კალათბურთის მოედანი

არტისტმა ნამუშევარს “I’ll bring you flowers” უწოდა

დაემშვიდობეთ კალათბურთის ტრადიციულ მოედანს, პაინ-ბლაფში, არკანზასში, არტისტმა-Lakwena სათამაშო მოედანი, პოპ-ფერებისა და გეომეტრიული ფორმების გამოყენებით, სრულიად გარდაქმნა და ქუჩის ხელოვნების ნამუშევრად აქცია. თანამედროვე არტისტი პროექტის ფარგლებში – “გაერთიანება”, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ხელოვანების მოწვევას და მათ მიერ მოედნების გარდაქმნას გულისხმობს, Justkids-მა და ადგილობრივმა ორგანიზაცია OZ Art-მა მოიწვია.

“მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი იქ მუშაობით, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს შავკანიანები შეადგენენ. სასიამოვნო იყო ასეთი ნამუშევრების დამზადება ადამიანებისთვის, რომლებთანაც კავშირი მაქვს ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ამ დროში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია შავკანიანი საზოგადოებისთვის” – ამბობს მხატვარი.

Lakwena-მ ერთიან ნამუშევარს “I’ll bring you flowers” უწოდა, რომლის შუაგულშიც აფროამერიკელი პოეტისა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტის, მაია ენჯელოუს ფრაზა მოაქცია – “დამმარხეთ, მაინც ვდგები”.

კომაროველი თამარ კორკოტაშვილი სწავლას MIT-ში გააგრძელებს

ნახეთ: ნარჩენებისგან შექმნილი დიზაინის ნიმუშები