in , ,

ქუდი, რომელიც სახლისკენ მიმავალ გზას გაგინათებთ

სააგენტო DDB-მ თავის ახალ რეკლამაში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ქუდი გაგვაცნო. ის მზის ენერგიით იმუხტება და ანათებს. საწარმოთა ეფექტურობის მართვის ორგანიზაციამ (EMP) ქუდი სპეციალურად კოლუმბიის იმ მცხოვრებლებისთვის შექმნა, რომლებსაც ყოველდღიურად სრულიად უკუნ სიბნელეში უწევთ სახლისკენ მიმავალი გზის გაკვლევა. წლების განმავლობაში, მათთვის სინათლის ერთადერთ წყაროს მზის შუქი წამოადგენდა. სწორედ, ეს ბუნებრივი რესურსი და კოლუმბიელებისთვის ყველაზე პრაქტიკული და სიმბოლური ნივთი, მზისგან დამცავი ქუდი, აღმოჩნდა ამ ახალი გამოგონების საფუძველი.

BOG
BOG

 

 

ქუდზე დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, მისი ელემენტი კოლუმბიელის თავზე 8 საათის განმავლობაში ბოლომდე იმუხტება. საჭირო დროს კი, ქუდზე დამაგრებული ნათურა 4 საათის განმავლობაში ანათებს.

EPM-მა ქუდები კოლუმბიის ათ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგა და მათ მზის ენერგიის საღამოს საათებში გამოყენების საშუალება მისცა.

რა ახალი სარეკლამო სტრატეგიები აქვთ ქართულ სადაზღვევო კომპანიებს?!

“მუსიკალური” მარკეტინგი – Spotify-ს ახალი ინიციატივა