ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც Queen-მა როკისა და ოპერის სამყაროების გაერთიანებას გვაზიარა, ახლა კი ამ მნიშვნელოვან თარიღს სპეციალური გამოშვების ვინილებით ზეიმობენ. უფრო ზუსტად, ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის A Night at the Opera-ს 50 წელი შეუსრულდა, ალბომს, რომელიც 1975 წელს გაუზიარეს მსმენელს.

ჯგუფის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი იუბილეს სიამაყით აღნიშნავენ, შემოქმედებით რევოლუციად მიიჩნევენ, რომელმაც ისინი ყველაზე თავდაჯერებულად წარმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ გამოსვლის დროს ეს ყველაზე ძვირადღირებული ალბომი იყო…

საიუბილეო გამოცემა 180-გრამიან გამჭვირვალე ვინილზეა დაბეჭდილი ოქროსფერი ეტიკეტებით, რომლითაც Death on Two Legs-ით დაწყებული, Love of My Life-ით დამთავრებული, ყველაფრის მოსმენას შეძლებთ. ყველაზე მთავარ Bohemian Rhapsody-ს კი 31 ოქტომბერს გამოუშვებენ რამდენიმე საკოლექციო ფორმატში, რაც მოიცავს გამჭვირვალე ლურჯ მძიმე 7 და 12-დიუმიან ვინილს, ექსკლუზიური ფოტო დისკითა და ლურჯი კასეტის სინგლით.

A Night At The Opera 50th Anniversary Edition-ის ფასი 40 დოლარია.













