in

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, კარიერული გეზის შეცვლამდე

მიუხედავად, რომ სამსახურების დატოვების ტენდენციამ იკლო, უამრავი პროფესიონალი კვლავაც ფიქრობს სამსახურის ცვლილებაზე. გასულ წელს, ამ მაჩვენებელმა 58% შეადგინა. რასაკვირველია, პროფესიონალები ცდილობენ უკეთეს ადგილას გადაინაცვლონ, სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში კარიერული ცვლილებებისთვის მოსამზადებლად საჭირო კითხვებს განვიხილავთ.

რა არის ცვლილების მოტივატორი?

ზოგჯერ პასუხი აშკარაა: მაგალითად, ყოველთვის გიყვარდათ ფოტოგრაფია, განავითარეთ თქვენი უნარები სრულყოფილებამდე და ახლა დროა, პროფესიად აქციოთ. ამასთან, შესაძლოა უკმაყოფილო ხართ არსებული კარიერით, ხელმძღვანელით, კორპორაციული კულტურით ან სხვა მიზეზით. იმის გამო, რომ პროფესიის შეცვლა შრომატევადია და შეიძლება ძალიან რთულიც აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, გსურთ თუ არა რეალურად გადასვლა ახალ სფეროში, თუ უბრალოდ გაქცევა გინდათ თქვენი ამჟამინდელი სიტუაციიდან?

როგორ შევამოწმოთ ჩვენი ჩანაფიქრის სისწორე?

ზოგჯერ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვიცით კარიერული პრობლემის გადაჭრის გზა ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ინსტინქტები შეიძლება ზოგადად სწორი იყოს, არსებობს ბევრი დეტალი, რომლებიც არ გეცოდინებათ, სანამ არ შეამოწმებთ მათ.

იფიქრეთ პატარა მეთოდებზე, რომლითაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი მოსაზრებები კარიერული გზის გაგრძელების შესახებ. ეს შეიძლება მოიცავდეს საინფორმაციო ინტერვიუების კითხვას, წიგნებისა და მემუარების გაცნობას, დარგის პროფესიონალების მიმართულ კითხვების დასმას, მათი სამუშაოს ყველაზე ცუდი ელემენტების შესახებ და ა.შ.

იმის გამო, რომ თქვენ გადადიხართ სფეროში, სადაც სავარაუდოდ ნაკლები გამოცდილება გაქვთ შეიძლება უფრო დაბალ ანაზღაურებაზე მოგიწიოთ მუშაობა. ერთმა ქალმა, უოლ სტრიტზე ხანგრძლივი კარიერის შემდეგ, სფერო შეიცვალა. ეს არ იყო ადვილი: ანაზღაურების შემცირების გარდა, ის ბევრს მუშაობდა ახალ კოლეგებთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. განავითარა უნარები და კავშირები, რომლებიც აუცილებელი იყო პრესტიჟული სამუშაოს დასაწყებად. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ ადამიანს ასეთი შესაძლებლობა სწორმა დანაზოგმა მისცა. თუ თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი დანაზოგი ან გყავთ პარტნიორი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ, შეგიძლიათ განიცადოთ უფრო დიდი კარიერული ნახტომი.

როგორია თქვენი სარეზერვო გეგმა?

კარიერული ცვლილება ბუნებრივად მოიცავს გარკვეულ რისკებს. აღსანიშნავია, რომ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში დარჩენაც ასევე რისკიანია. შეიძლება გიყვარდეთ თქვენი ახალი სფერო, მაგრამ არ მოგწონდეთ კომპანია, სადაც პირველად დაიწყებთ მუშაობას. შესაძლოა ვერ შეაფასოთ, რამდენი დრო დასჭირდება განვითარებას. ან, სულაც, საკუთარი სტარტაპის წამოწყება უკეთესი იდეა იყოს. ჩაატარეთ ბრეინსტორმინგი, რათა დაფიქრდეთ პოტენციურ მარცხზე და დაადგინოთ სტრატეგიები მათ დასაძლევად. მაგალითად, შეგიძლიათ პრიორიტეტი მიანიჭოთ ნეთვორქის განვითარებას, პირველი წლის განმავლობაში ან კარგად დაგეგმოთ “B” გეგმა.

წყარო: HBR



Pepsi-მ შაკილ ო’ნილის ფეხსაცმელში ქილა მოათავსა

დღეს გიორგი ცინცაძე საქართველოს კალათბურთის ნაკრებთან ერთად ბოლო შეხვედრას გამართავს