in

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, თუ კარიერის შუაში იმყოფებით

საშუალო ასაკის მიღწევა – რომელიც ხშირად, თქვენი კარიერის შუა პერიოდს ემთხვევა – შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც თქვენი მიღწევები, ამბიციები და რეალობა ერთმანეთს ეჯახება. ხშირია დაუკმაყოფილებელი მოლოდინების გრძნობებთან ჭიდილი. იმის გაცნობიერება, რომ ბევრი შენი ოცნება და მისწრაფება შეიძლება არ განხორციელდეს, დამთრგუნველია. ამავდროულად, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პერიოდი ზრდის ღრმა შესაძლებლობასაც იძლევა. ეს არის შანსი, გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს, მიიღოთ თქვენი გამოცდილებიდან და გამოკვეთოთ გზა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებს მომავლისთვის.

ცხოვრების პირველი ნახევარი არის „დაგროვება“, – ამბობს ჩიპ კონლი, Modern Elder Academy-ის დამფუძნებელი და Learn to Love Midlife-ის ავტორი. „გააკეთე! ცადე! თავი მოუყარე მეგობრებს, ბავშვებს, განაახლე ნივთები და სახლი“, – ამბობს ის. ცხოვრების მეორე ნახევარი განკუთვნილია ცვლილებების შეტანისთვის. მაშინ ხვდები, რა არის შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

ამ „რედაქტირების“ პროცესის დაწყება შესაძლოა შეუძლებელი ჩანდეს, ასაკთან დაკავშირებული გადატვირთულობის ფონზე. სამუშაოს, სახლისა და სხვა ვალდებულებების ფონმა შეიძლება მცირე ადგილი დატოვოს განახლებისთვის. მაგრამ ღირებულია დროისა და გონებრივი რესურსის პოვნა, რომ გადახედოთ თქვენს კარიერას და გადააფასოთ. ეს გაძლევთ პერსპექტივას, რომ დახაზოთ თქვენი მომავლის ფორმა და მიმართულება.

აქ მოცემულია კითხვები, რომლებიც კარიერის გადაფასებაში დაგეხმარებათ:

რას ვინანებ, რომ არ გამიკეთებია ან არ ვისწავლე 10 წლის შემდეგ?

სინანული შეიძლება იყოს ძლიერი მასწავლებელი. ასაკის მატების უპირატესობა არის ის, რომ გაქვთ პერიფერიული ხედვა და შეგიძლიათ მომავლის დანახვა. გამოიყენეთ მოსალოდნელი სინანულის ძალა, წარმოიდგინეთ იმედგაცრუება, რაც შეიძლება განიცადოთ, თუ ახლა არ იმოქმედებთ. კვლევა ვარაუდობს, რომ ცნობისმოყვარეობა, ახალი უნარების სწავლა და ახალი გამოცდილების მიღება დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებასთან. განიხილეთ საგნები, რომელთა შესახებაც გსურთ გაიგოთ, სასურველი, გამოცდილება, რაშიც გსურთ ჩაყვინთვა და ადგილები, სადაც გსურთ წასვლა.

როგორ მივაღწიო ჩემს მიზანს?

კარიერის დასაწყისში ბევრ ადამიანზე გავლენას ახდენს გარე ფაქტორები, იქნება ეს მშობლების ზეწოლა, საზოგადოებრივი ნორმები თუ წარმატების ცნებებთან შესაბამისობის სურვილი. ამან შეიძლება გამოიწვიოს კარიერული არჩევანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვების მოლოდინებს თქვენს სურვილებსა და ინტერესებზე. ამან კი შეიძლება საკუთარ მიზნებზე უარი გათქმევინოთ.

კარიერის შუაში, ეფექტური იქნება, თუკი საზოგადოებრივი ნორმებით მართულ საქმიანობას და საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედოთ. ასეთ დროს, საკუთარ ინტერესებს მოუსმინეთ, ამოიცანით, რა გსურთ, როგორია თქვენთვის კარიერული საყრდენები?

რა შემიძლია შევთავაზო სამყაროს?

ასეთ დროს, შეგიძლიათ დაფიქრდეთ შეძენილ უნარებსა და ცოდნაზე და გაითვალისწინოთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი სხვებზე დადებითი ზემოქმედების მოხდენის მიზნით.

როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ყოველდღიურობა?

წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში ისწავლეთ და იშრომეთ. დაგროვილი გამოცდილებისა და სამსახურების შემდეგ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მომავალი ყოველდღიურობა?

რა დათმობებზე წასასვლელად ხართ/არ ხართ თანახმა?

გამოცდილებასთან ერთად, იცვლება ხედვა, პრინციპები. განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის მისაღები ან მიუღებელი?

შუა ხნის ასაკს თან მოაქვს გამოწვევები: ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახის წევრების დაკარგვა და ცვლილებები კარიერასა და ურთიერთობებში. არ არსებობს კონკრეტული რუკა. მიზანია იმ სიბრძნისა და გამოცდილების გამოყენება, რომელიც თქვენ მოიპოვეთ გზაზე. ამიტომ, ეცადეთ, ეს ძვირფასი რესურსი შესაბამისად გამოიყენოთ.

წყარო: HBR



საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, სანამენტე გაიხსნა

თბილისში NEW YORKER-ის მე-6 მაღაზია გაიხსნა!