19
ოქტ
2018

3 შეკითხვა, რომელიც ნებისმიერ თანამშრომელს აუმაღლებს მოტივაციას

19 ოქტ 2018

მოტივირებული თანამშრომელი საუკეთესო პროდუქტს ქმნის კომპანიისთვის, ამიტომ, ხელმძღვანელმა უნდა წაახალისოს და ხელი შეუწყოს. თუმცა, ამისთვის ჯერ თავად უნდა გაიგოს, რა არის მნიშვნელოვანი გუნდის თითოეული წევრისთვის. ჟურნალისტი, მწერალი და Inc.com-ის ერთ-ერთი ავტორი მინდა ზეტლინი ფიქრობს, რომ  ყველა ლიდერმა 3 შეკითხვა უნდა დაუსვას თანამშრომლებს და პასუხების მიხედვით იმოქმედოს – მისცეს მოტივაცია.

statiebi-bog
statiebi-bog

მინდა ზეტლინი – ჟურნალისტი, მწერალი და Inc.com-ის ერთ-ერთი ავტორი

„პირველი – „რატომ ხარ აქ?“. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. დღევანდელი სამუშაო ბაზრის გათვალისწინებით, პროფესიონალ ადამიანს ნამდვილად შეუძლია სხვა სამსახურის შოვნა. რადგან თქვენთან რჩება, ე.ი. საამისო მიზეზიც აქვს. გაარკვიეთ და დარწმუნდით, რომ მათი მოლოდინი მართლდება. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა „რა გინდა, რომ კომპანიამ მოგცეს?“. ზოგისთვის უკეთესი ხელფასი, ზოგისთვის კი განვითარებაა პრიორიტეტული. კარგად გააანალიზეთ პასუხები და მიეცით ის შესაძლებლობები, რაც თავად სურთ. მგონია, რომ მესამე და ყველა ლიდერისთვის საჭირო შეკითხვაა „ხომ არ გსურს, თავად უხელმძღვანელო პროექტს?“. შეიძლება კომპანიაში თვითონაა მთავარი, მაგრამ თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ თემაზე მუშაობს და ყველა დეტალი იცის, უკეთ გაართმევს თავს პროექტის ხელმძღვანელობას“.

მინდა ზეტლინის აზრით, თუ ლიდერი ამ შეკითხვებზე პასუხებს მიიღებს, სწორად გააანალიზებს და თანამშრომლებს შესაბამისად მოექცევა, ნებისმიერი მათგანის მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამით კი, საბოლოოდ, კომპანია მოიგებს.

წყარო: Inc.com



განხილვა