in

კითხვები, რასაც პროფესიონალი ხელმძღვანელები ოფისში დაბრუნებულ თანამშრომლებს დაუსვემენ

ბელგიელი ფსიქოთერაპევტის, ესთერ პერელის თქმით, თუკი თქვენი თანამშრომლები დისტანციური მუშაობის 16 თვის მანძილზე, რაც პანდემიითაა გამოწვეული, თავს გუნდად ვერ გრძნობენ, არ უნდა გაგიკვირდეთ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია განწირულია. ზოგიერთ შემთხვევაში, სახლიდან მუშაობა, რომელსაც პერიოდულად ახლდა Zoom შეხვედრები, თავისუფალი იყო ოფისის ხმაურისგან, პროდუქტიულობის ზრდის საფუძვლად იქცა. თუმცა, ეს შესაძლოა, გუნდური მუშაობისა და ურთიერთობების დეფიციტის ფონზე მოხდა. კორპორაციული კულტურა არ იქმნება კარგად განაწილებული Slack არხებით, ან შესრულებული ამოცანებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პრობლემათა უმრავლესობა, რასაც მომუშავე ადამიანები გასული წლის განმავლობაში წააწყდნენ, არაპროგნოზირებადი და უკონტროლო იყო. ონლაინ შეხვედრები დაძაბულობით იყო სავსე, ნაკლები იყო სპონტანური იდეების გაცვლის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა კორპორაციულ კულტურას სერიოზულად აზიანებს. დროთა განმავლობაში, თანამშრომლებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ არ აფასებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემები და გამოცდილება, პანდემიის პერიოდში, ყველას განსხვავებული აქვს. აქვთ შეგრძნება, რომ მენეჯერებს მათი არ ესმით. იზოლაციაში ყოფნისას, პერელმა დაიწყო ფიქრი, როგორ შეეტანა სამუშაო პროცესში სპონტანურობა და მეტი ინტერაქცია. მან მოიფიქრა თამაში, რომლის ფარგლებშიც სვამენ კითხვებს. თამაში „საიდან დავიწყოთ“ საოფისე გარემოს უფრო შეეფერება, მაგრამ პერელმა ის ონლაინ მუშაობის მექანიზმს მოარგო. მისი თქმით, ხელმძღვანელებმა უნდა წამოიწყონ დიალოგი და თავიანთი პრობლემების შესახებ ალაპარაკდნენ, მათ უნდა გაამხილონ, რა იმედგაცრუებას თუ გამოწვევას აწყდებიან არსებულ ვითარებაში. ამგვარად, დაანახონ თანამშრომლებს, რომ ყოველმა ადამიანმა მიიღო ზიანი პანდემიისგან და არც თავად არიან გამონაკლისი. გამოცდილების გაზიარება ადამიანებს რეგენერაციაში ეხმარებათ. სამუშაო გარემოში დაბრუნებისას, ლიდერებმა უნდა გამოყონ დრო და ჯგუფების ურთიერთქმედებაზე იმუშაონ, პროექტების მენეჯმენტის მიღმაც. ჰკითხეთ საკუთარ გუნდს:

რით იყო თქვენთვის გამორჩეული გასული წელი?
როგორ ფიქრობთ, როგორ შეუძლია გუნდს საუკეთესო შედეგის მიღება?
რა ასპექტში შეგიძლიათ დაეყრდნოთ ერთმანეთს?
რა ნაპრალები შენიშნეთ გუნდში?

მოუსმინეთ და პასუხების მიხედვით დაიწყეთ გამოსავლის ძიება.

 

წყარო: inc.



5 რჩევა ეფექტური რეზიუმეს შესადგენად

„ყველა დროის საუკეთესო პორნო არა PornHub-ზე, არამედ – მუზეუმშია“