in

12 კითხვა იმის გასაზომად, თუ რამდენად ბედნიერი ხართ სამსახურში

თქვენს აზრს ითვალისწინებენ სამსახურში? თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია? გყავთ ახლო მეგობარი ოფისში? — ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა, რომელსაც მკვლევრები იმის გასაზომად იყენებენ, თუ რამდენად ბედნიერები და პროდუქტიულები არიან თანამშრომლები მუშაობის პარალელურად. ჩვენი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ხომ სწორედ სამსახურში ვატარებთ და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხის გაუმჯობესების გზების პოვნა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

The Washington Post ამასთან დაკავშირებით Gallup-ის 12 კითხვისგან შემდგარ „ვიქტორინას“ გვთავაზობს, რომელიც 2,7 მილიონ თანამშრომელს ეფუძნება, მსოფლიოს 50 ინდუსტრიიდან. სწორი შეფასების გასაკეთებლად, წაიკითხეთ თითოეული განცხადება და ჰკითხეთ საკუთარ თავს, სრულად ეთანხმებით, სრულიად არ ეთანხმებით თუ სადღაც შუაში ხართ:

  1. მე ვიცი, რას ელოდებიან ჩემგან სამსახურში.
  2. საქმის ხარისხიანად შესასრულებლად საჭირო მასალები და აღჭურვილობა მაქვს.
  3. სამსახურში ყოველდღე მაქვს შესაძლებლობა გავაკეთო ის, რასაც საუკეთესოდ ვაკეთებ.
  4. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში აღიარება ან ქება მივიღე კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.
  5. როგორც ჩანს, ჩემი უფროსი ან/და კოლეგები ზრუნავენ ჩემზე, როგორც ადამიანზე.
  6. არის ვიღაც სამსახურში, რომელიც ხელს უწყობს ჩემს განვითარებას
  7. სამსახურში ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.
  8. კომპანიის მისია ან მიზანი მაგრძნობინებს, რომ ჩემი სამუშაო მნიშვნელოვანია.
  9. ჩემი პარტნიორები ან თანამშრომლები ცდილობენ, თავიანთი საქმე კარგად გააკეთონ.
  10. სამსახურში საუკეთესო მეგობარი მყავს.
  11. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ერთი კოლეგა მაინც მელაპარაკებოდა ჩემს პროგრესზე.
  12. მქონდა შესაძლებლობა, რაღაც ახალი მესწავლა და გავზრდილიყავი.

Gallup-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ კლიფტონის, თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა სამუშაოს აქვს თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდი. თუ რომელიმე ზემოთ ხსენებულ პუნქტს ვერ აკმაყოფილებთ, დაფიქრდით, ვისთან შეგიძლიათ საუბარი და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

„გაითვალისწინეთ, ბევრი აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ თქვენი პირადი ცხოვრება მთავრდება, როდესაც სამსახურში მიდიხართ. მათ არ სურთ ოფისში მეგობრობაზე საუბარი, რეალურად კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თანამშრომლებს სამსახურში დარჩენისკენ უბიძგებს“, — განმარტავს კლიფტონი.



როგორ მოვიშოროთ სირცხვილის გრძნობა სამსახურში?

,,ლექსო“ – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის 2022