in

ასეთი იყო სააგენტო „ქუიქის“ 2022 წელი

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს, სააგენტო „ქუიქის“ განვლილ თვეებს შევაჯამებთ. 2022 წლის სიახლეებსა და მიღწევებზე „ქუიქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკოლოზ კობახია გვიყვება.

უკვე მეოთხე წელია რაც ქართულ ბაზარზე ვართ და ამ დროის განმავლობაში ბევრი მნიშნველოვანი და რთული გამოწვევა გვქონდა.

ახალგაზრდა კომპანიისთვის, მითუმეტეს იმ კონკურენციის პირობებში რაც ახლა ჩვენს სარეკლამო ინდუსტრიაშია, თავის დამკვიდრება მარტივი არაა. თითქმის უცვლელი შემადგენლობით ამ ყველაფერს თავი ძალიან კარგად გავართვით და ახლა უფრო განსხვავებული და ამბიციური მიზნები გვაქვს.

2022 წლის მეორე ნახევრის მთავარი გამოწვევა ჩვენთვის Customer Service-ის გაუმჯობესება და შიდა პროცესების ავტომატიზირება იყო.

ამ მხრივ, „ქუიქი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომებით. Ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი სააგენტო საქართველოში, რომელმაც Project Management პლატფორმებზე, ინდივიდუალურ და მოქნილი Workflow ააწყო, რამაც სამი მნიშნველოვანი უპირატესობა მოგვცა: გავხდით ბევრად უფრო ორგანიზებულები, არასდროს ვცდებით დედლაინებს და ყველაზე მთავარი, ცოტა რესურსით უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია.

ასევე არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ახლაც ერთადერთი სააგენტო ვართ საქართველოში, რომელიც მომხარებელს ავტომატურ რეპორტინგს სთავაზობს. ზოგადად, მედია „ქუიქის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა, ჩვენ ვყიდით ნებისმიერ პროდუქტს და ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მონაცემების ანალიზში – ამ მონაცემებზე წვდომა ჩვენს კლიენტებს ლაივ რეჟიმში აქვთ.

წელს დავნერგეთ CRM-იც, რომელიც პროცესების ავტომატიზირებაში და მოვლენების უკეთესად გაანალიზებაში ძალიან დაგვეხმარა.

ეს წელი იმითაც იყო მნიშველოვანი, რომ ძალიან საინტერესო პროექტებზე ვიმუშავეთ: “მზესუმზირას დაბადების დღის კამპანია”, სუპერმარკეტი “ზღაპარი”-ს კამპანია,  ძალიან სასიამოვნო და წარმატებული თანამშომლობა გვაქვს Volvo Cars-თან და Knauf-თან, რაც ჩვენი ეფექტური მედია და კრეატიული სტრატეგიების დამსახურებაა.

რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ რესურსი ჩვენი კონკურენტული უპირატესობების გამოსაკვეთად გამოგვეყენებინა და უფრო მაღალ მიზნებზე ვკონცეტრირებულიყავით, როგორიც მაგალითად უფრო დიდ ბაზარზე გასვლაა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საერთაშორისო პროექტი უკვე გვაქვს, 2023 წლის პირველი ნახევრის მთავარ გამოწვევას არაქართულ ბაზარში ვხედავთ და მივიჩნევთ, რომ ამისთვის ყველანაირად მზად ვართ.

„გემო, რომლისთვისაც ღირს დნობა“ — ანუ, როგორ შეეწირა თოვლის კაცი McDonald’s-ს

Dressup-ის განახლებული სასაჩუქრე ბარათი და ახალი კამპანია!