წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Quick-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.
2023 წელი Quick-ში საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ჩვენი გუნდის სწრაფმა ზრდამ საშუალება მოგვცა მრავალფეროვანი სერვისი გაგვეწია სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. შეცდომების მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ სწრაფად ვვითარდებით და გავლილი წლის highlight-ებიც ამას ადასტურებს.
2023 წელს ჩვენი კლიენტების პორტფელი თითქმის გაორმაგდა და დაემატა ისეთი გამორჩეული ბრენდები, როგორიცაა Geely, WPC Dinamo Tbilisi, Mazda, BTU University, Webster University, Be.ge, Kings Garden და სხვები. ასევე, დავიწყეთ შიდა ვიდეო და ფოტო სტუდიის განვითარება, რაც ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში გვეხმარება. ჯამში, შემოგვემატა 8 ახალი გუნდის წევრი და ოფისის გამოცვლაც მოგვიწია.
2023 წელი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის პრინტ კონკურსში გამარჯვებითაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. პრინტ კონკურსის თემა სისხლის უანგარო დონაციას ეხებოდა. ასევე, ასოციაციის ვერსიით, წლის დიზაინ სტუდიების სამეულშიც აღმოვჩნდით.
როცა დამკვეთებისგან ნდობას და თავისუფლებას ვიღებთ, ასეთ მომენტებში მუშაობა კიდევ უფრო გვიმარტივდება. ამის კარგი მაგალითია WPC Dinamo Tbilisi-ის გვერდიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შოტლანდიაში გამართულ მატჩთან გამოხმაურების ქეისი. ერთი პატარა ხუმრობა ქვეყნის თითქმის ყველა დიდმა მედიასაშუალებამ დაფარა და ბრენდის ირგვლივ ცნობიერებაზე საკმაოდ დადებითად იმუშავა.
წარმატებული გამოდგა Geely Sakartvelo-ს Launching კამპანიაც სადაც Key ვიზუალების შესაქმნელად ჩვენი გამორჩეული დიზაინერების გარდა AI ტექნოლოგიაც გამოვიყენეთ. ბრენდის საქართველოში შემოსვლა საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და Geely-თან ერთად, მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო კოლაბორაციასაც გპირდებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდში ბევრი რამ იცვლება, გვაქვს გარკვეული მიდგომები, რომლებსაც დაარსების დღიდან არ ვღალატობთ. ჩვენმა დაგეგმილმა მიზნობრივმა სტრატეგიებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა ჩვენი კლიენტებისათვის, მათ შორის, ძალიან საჭირო და ზუსტი ლიდების დაგროვება, რეკლამის ხარჯების შემცირება, ცნობადობის ზრდა და სხვა ისეთი KPI მაჩვენებლები, რომელთა შესრულებაც ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია.
საბოლოოდ, ვფიქრობთ, რომ სააგენტოს პროგრესი, დიდწილად ჩვენი კლიენტების მხარდაჭერითა და ნდობით იყო განპირობებული, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით მათ. ასევე მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან ძალიან თბილ სამუშაო გარემოს. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, Quick-ში კარგად გვესმის, რომ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ საით მივდივართ და მომავალი წლიდან მეტ დასამახსოვრებელ ამბავსაც გპირდებით.