in

5 რჩევა, როგორ გავაკეთოთ „თიმბილდინგი“ ონლაინ მუშაობისას

ქოლზე ვარ და ცოტა ხანში დაგირეკავ“, „ქოლი მქონდა და ვერ დაგელაპარაკე“ – პანდემიის დაწყებისა და დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისთანავე, უამფრაზებოდ ჩვენი ყოველდღიურობა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ბათუმი – ზღვის, გუდაური თოვლის და თბილისი მთაწმინდის გარეშე. „ონლაინ“ მუშაობა და მით უმეტეს გუნდის მართვა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე მარტივი აღმოჩნდა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში. ახლა მეტ-ნაკლებად ავუღეთ ალღო და გამოცდილებამაც თავისი ქნა. და რადგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის, ყველა „ერთ ბედ ქვეშ ვართ“, რამდენიმე რჩევა მოვიძიეთ, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც, ალბათ, ცუდ შედეგს ნამდვილად არ მოგვიტანს. სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ახლა მოგიყვებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენი კონფერენს – ზარები მაქსიმალურად ეფექტური იყოს და გუნდის თითოეულ წევს შორის კოლაბორაცია შედგეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ვიდეოკამერა აუცილებლად ფანჯარაში უნდა „იყურებოდეს“

ვიდეო ზარებისა და ვიდეო კონფერენციების ერთ-ერთ ხიბლად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ სახლიდან ან სხვა სივრციდან გაუსვლელად შეგვიძლია, ჩვენთვის უცნობ გარემოში აღმოვჩნდეთ, უცხო ხედებით დავტკბეთ. წარმოიდგინეთ, თქვენ თანამშრომლების ეზოებს, ბაღებს უყურებთ, ისინი – თქვენსას და ჩაკეტილი სივრციდან გაუსვლელად იცლით გარემოს, ყოველ შემთხვევაში ვიზუალური კომუნიკაციის დონეზე. მოდით შევთანხმდეთ, რომ იმ პირობებში, ახლა რომ ვცხოვრობთ, ასეთი ცვლილებები მართლაც მნიშვნელოვანია.

შოუს და მხატვრული თხრობის ელემენტები

ვირტუალური შეხვედრებისა და დისტანციურად მუშაობის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ყველაფერი ახლოს გვაქვს, რაც შეიძლება „ქოლის“ ან მთელი დღის მანძილზე, მუშაობის დროს დაგვჭირდეს. თანაც, აქ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, საკუთარი კომფორტის მიხედვით შეგვიძლია, მოვიწყოთ სამუშაო გარემო. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საკანცელარიო ნივთები და დოკუმენტები არ იგულისხმება. საქმეზე საუბრისას, თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია, კედელზე დაკიდებული სურათები, აქსესუარები, სუვენირები გამოვიყენოთ, თუ რომელიმე მათგანი განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება, გუნდის წევრებთან და კოლეგებთან საუბრისას, ეს ამბავიც ჩავრთოთ. მხატვრულად და ცოტა შოუს ელემენტებით გაფორმებული „სფიჩით“, „ონლაინ“ შეხვედრები, მგონი, სულაც არ არის ცუდი იდეა.

2 სიმართლე და 1 ტყუილი

ვირტუალური „თიმბილდინგის“ ეს აქტივობა ჯიმი ფელონის (ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი და ღამის შოუს წამყვანი Jimmy Fallon. ამ თამაშს ის ხშირად ეთამაშება გადაცემის სტუმრებს) შემთხვევაში ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და პრინციპში, ჩვენს შემთხვევაში რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე შედეგი?! წესები ასეთია – უნდა დავწეროთ 3 წინადადება, რომლიდანაც 2 სიმართლეა და 1 – ტყუილი. შემდეგ ყველა ხმამაღლა წავიკითხოთ სამივე და 60 წამი მივცეთ „ონლაინ“ კონფერენციის მონაწილეებს, ჩვენი გუნდის წევრებს იმის გამოსაცნობად, რომელი იყო ტყუილი.

რას გვაძლევს ეს თამაში? ჯერ ერთი, თავადაც გაოცებული დარჩებით, იმდენჯერ მოგიწევთ მისი თამაში, სანამ გასამხელი ტყუილების მარაგი ამოგეწურებათ და მეორე – უკეთ გაიცნობთ თანამშრომლებს და ჩვეულებრივ პირობებში, უფრო მარტივად მიხვდებით, როდის ტყუიან ისინი.

გუნდური ყავა ან გუნდური ლანჩი

მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ერთად ჭამა გუნდის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. თითქმის ყველა კომპანია, ვისაც ძლიერი კორპორატიული კულტურა აქვს, ამ მეთოდს იყენებს. მართალია, ახლა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თითქმის, შეუძლებელია, თანამშრომლებთან შეხვედრა და მით უმეტეს ლანჩსა და სადილზე სიარული, მაგრამ „ონლაინ“ რა გვიშლის ხელს? შეგვიძლია მარტივად, კამერის წინ მოვიტანოთ ყავა, ლანჩი, სადილი და თითქოს, ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ, ვისაუბროთ, ვჭამოთ, ყავა დავლიოთ. თუ გუნდში ვინმე გურმანი ან კულინარიული ნიჭით გამოირჩევა, კიდევ უკეთესია – შეგვიძლია დისტანციური მარათონიც კი მოვაწყოთ, ერთად გავაკეთოთ საჭმელი, კამერების წინ.

შევაჯამოთ ამბავი, ისტორია 60 წამში

საერთოდ, ყველაფერი უფრო საინტერესო და ცოტა არი იყოს, აღმაფრთოვანებელია, როცა დროში ვართ შეზღუდული. მაგალითად, დისერტაციის დაცვა, როგორც ცნობილია, სულ 3 წუთს გრძელდება და მომხსენებელმა, მთელი ნაშრომი, ზუსტად ამ დროში უნდა მოჰყვეს, საკვანძო საკითხებსაც გაუსვას ხაზი და შეაჯამოს კიდეც თემა. მგონი, ამის გამომუშავება არც ისე რთულია, „ონლაინ“ კონფერენციებისა და ვიდეო ზარების დროს, უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხზე და ზუსტად დავსვათ აქცენტები მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ეს 1 წუთი კი კიდევ უფრო შევამციროთ და 1 წუთამდე დავიყვანოთ.

მგონია, რომ ამ რჩევებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. რადგან ასე, ალბათ, უკეთ მოვახერხებთ  საქმეზე თანამშრომლების კონცენტრირებას და გაერთიანებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შევძლებთ ჩვენს გუნდთან ერთად, საქმის ეფექტურად კეთებას და წარმატების მიღწევას.

 

წყარო: blog.trello.com



ჰიუსტონ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს! – გიყვებით ქართულ Apollo 11-სა და მის „კოსმოსურ“ მისიებზე

“კასრში სასტუმრო ოთახის გაკეთება რომ გადავწყვიტე, ეგონათ გავგიჟდი…” – გურული “კომლის” ამბავი