in

ტექნოლოგიური პასუხი შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე – QuickID სამუშაო საათების აღსარიცხად

„QuickID-ს პირველადი მიზანია, დაეხმაროს ბიზნესს, გახდეს თავსებადი ახალ რეგულაციასთან, სამუშაო დროის აღრიცვის კუთხით“.

Startauperi
Startauperi

2021 წლის პირველი მარტიდან, საქართველოს შრომის კოდექსში გასული წლის სექტემბერში მიღებული ცვლილება ძალაში 1 მარტიდან შევიდა და სწორედ ამ დროიდან, განისაზღვრა „ტაბელის“ ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად დაეკისრათ, ამასთან, კომპანიებს ამ სიების არქივის 1 წლის ვადით შენახვაც დაევალათ.

დღეს, ვაპირებთ, ქართულ სტარტაპ QuickID-ზე მოგიყვეთ. მისი შექმნა სწორედაც შრომის კოდექსში შესულმა ცვლილებამ რომ განაპირობა.

რა არის Quick ID?
QuickID თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის პლატფორმაა. როგორც უკვე ვახსენეთ, მისი Წამოწყება შრომით რეგულაციებში მოსალოდნელი ცვლილებები, ასევე, შრომის გაციფრულებაზე მზარდი მოთხოვნა გახდა. 

გიორგი საზანდრიშვილი, QuickID-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი: „ეს რეგულაცია ერთ-ერთი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით. Რეგულაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, დამსაქმებლის მხრიდან, სამუშაო დროის დეტალური და სკრუპულოზური აღრიცხვა. Რა თქმა უნდა, ამ საკითხის გადაჭრა მრავალი გზით შეიძლება, Მაგალითად, ფურცელი და ფანქარი სავსებით საკმარისია. ცოტა უფრო „წინ წასული“ ფირმები, ალბათ, ექსელს მიმართავენ. Ზოგი კომპანია საბარათე სისტემაში ხედავს გამოსავალს. თუმცა ვერცერთი ეს გადაწყვეტა ვერ აკმაყოფილებს სრულად რეგულაციის მოთხოვნებს.

QuickID-ს პირველადი მიზანიც სწორედ ეს არის, დაეხმაროს ბიზნესს, გახდეს თავსებადი ახალ რეგულაციასთან, სამუშაო დროის აღრიცვის კუთხით. QuickID სრულად წყვეტს ამ პრობლემას და იძლევა ეგრეთ წოდებული ტაბელის გენერაციის საშუალებას ზუსტად იმ დეტალიზაციით, რა დეტალიზაციითაც შრომის ინსპექცია ითხოვს. 

უფრო დეტალურად QuickID-ს დამფუძნებლების, პლატფორმისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ, გიორგი საზანდრიშვილთან ინტერვიუდან გაიგებთ: 

M: გიორგი, თქვენ შესახებ გვიამბეთ… ვინ აიღეთ პასუხისმგებლობა QuickID-ს გუნდის დაკომპლექტებასა და მართვაზე და რა გამოცდილებით ჩაუდექით სათავეში სტარტაპს?
Ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება გვაქვს. Ჩვენი გუნდის მიერ შეიქმნა არაერთი წარმატებული ტექნოლოგიური პროექტი როგორც საქართველოში, ასევე ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის. Მაგალითად, ჩვენ მიერ შექმნილი ელექტრონული (QR) მენიუების სისტემით ათეულობით სხვადასხვა ობიექტში, ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი სარგებლობს. Ჩვენი შექმნილია და წარმატებით ოპერირებს ჭკვიანი ლიფტის სისტემაც, რომლითაც ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს.

QuickID-ს თანადამფუძნებლები ვართ: გიორგი საზანდრიშვილი, ბიძინა საზანდრიშვილი და ირაკლი ებრალიძე. სტარტაპში, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა როლის შეთავსებაც უწევს, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროები კარგად არის გამოკვეთილი. ირაკლის მთავარი სფერო ბიზნესის განვითარება და კლიენტებთან ურთიერთობაა, ბიძინა ფოკუსირებულია კრეატიულ მხარეზე, მე კი, გიორგი პასუხისმგებელი ვარ სისტემის ტექნიკურ მხარეზე.

Ჩვენი მიზანია, QuickID გახდეს წარმატებული სტარტაპის ნიმუში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

M: იდეა გასაგებია, ტექნიკურ მხარეზეც რომ ვისაუბროთ, ამ თვალსაზრისით, რაზე იყო თქვენი ძალისხმევა მიმართული?
QuickID უნიკალური გადაწყვეტაა იმ კუთხით რომ, ის არ არის მხოლოდ დამსაქმებლის პროგრამა. QuickID-ს იყენებს როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული. დამსაქმებელი პლატფორმასთან ინტერაქციას სპეციალური ონლაინ აპლიკაციით ახორციელებს, ხოლო დასაქმებული – სმარტფონის აპლიკაციით. Პლატფორმას, ასევე, აპარატურული მხარდაჭერა აქვს და მისი გამოყენება აპლიკაციის გარეშეც შესაძლებელია, ბარათების მეშვეობით. Სწორედ ეს მრავალმხრივი მხარდაჭერა წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ტექნიკურ გამოწვევას. ასევე, დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა პლატფორმა უსაფრთხო და საიმედო გაგვეხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე სენსიტიურ მონაცემებთან გვაქვს. თუმცა ჩვენმა გუნდმა ეს საკითხები წარმატებით გადაჭრა.

M: თქვენს სლოგანს: „აქციე პრობლემა კონკურენტულ უპირატესობად“ როგორ ხსნით?
ჩვენი დაკვირვებით, ბიზნესი ახალ რეგულაციას აღიქვამს, როგორც პრობლემას. განსაკუთრებით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შენელების პირობებში, თუნდაც, მცირედი დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. Სწორედ ეს მომენტი იყო ჩვენი სლოგანის კატალიზატორი. არის ასეთი გამონათქვამი: „თუ ცხოვრებამ ლიმონი მოგცა, გააკეთე ლიმონათი“. Ზუსტად ეს მიდგომა ავსახეთ სლოგანში და გვჯერა, რომ QuickID-ს დანერგვით, არათუ ამ მცირე პრობლემას გადაჭრიან კომპანიები, არამედ კიდევ უფრო მეტ კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებენ შრომის გაციფრულებით.

M: თქვენს მიზნობრივ აუდიტორიაზე რას გვეტყვით?
Სამიზნე სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია. თუმცა QuickID-ს განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია და პლატფორმამ უკვე შეიძინა ფუნქციონალი, რომელიც საშუალებას იძლევა, QuickID მსხვილ კომპანიებშიც წარმატებით დაინერგოს.

M: როგორ გესახებათ სტარტაპის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები?
არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უნდა გადაჭრას სტარტაპმა იმისთვის, რომ წარმატების მიღწევა შეძლოს. ამერიკასთან შედარებით, საქართველოში სტარტაპების დაფინანსებისა და სტარტაპებში ინვესტირების კულტურა ბევრად ნაკლებად არის განვითარებული (თუმცა ამ კუთხით უკვე სასიკეთო ცვლილებები შესამჩნევია). ასევე, არსებობს უამრავი რისკი, რის გამოც სტარტაპების უდიდესი ნაწილი კრახს განიცდის, თუმცა Ჩვენი და პარტნიორების მრავალწლიანი გამოცდილება ამ გამოწვევების გადალახვაში გვეხმარება.

ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, პროდუქტის ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე გატანას ვგეგმავთ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ევროპის ბაზარზე ექპლუატაცია ნიშნავს კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილების აუცილებლობას, მაგალითად, ისეთის, როგორიც არის GDRP (პირადი მონაცემების რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში 2018 წლიდან ამოქმედდა). ვფიქრობთ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში QuickID ევროპული ბაზრის ასათვისებლად მზად იქნება.

ახალი კვლევა – კატები წარმოსახვით ყუთებშიც ჯდებიან

კალიფორნიის სანაპიროზე საზარელი თევზი გამოირიყა!