„მიტანის სერვისი არ გაქვთ?“ – მომხმარებლები ამ კითხვით ბიზნესებს ხშირად მიმართავენ. პანდემიის ორმა წელმა ონლაინ შოპინგთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაამეგობრა. ტენდენციას ბიზნესებმაც აუწყეს ფეხი და მთელი ძალისხმევა მომხმარებლის ციფრული არხებით მოზიდვასა და მიტანის სერვისის გაძლიერებისკენ წარმართეს. ბაზარზე საკურიერო სერვისზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ამ მიმართულებით მომსახურების ხარისხის ზრდა განაპირობა. სულ რამდენიმე თვეა, მიტანის სერვისში კომპანია „ქვიქშიპერი“ ჩაერთო, რომელიც ბიზნესებს მიწოდების მათზე მორგებულ დროით პრიორიტეტებს სთავაზობს:
- 45 წუთში
- 2-3 საათში
- იმავე დღეს
- მეორე დღეს
მიტანის სერვისთან ერთად, „ქვიქშიპერის“ მიზანია, ბიზნესებს გაყიდვების ზრდაში დაეხმაროს. გაციფრულებასთან ერთად, ბიზნესები მორიგი გამოწვევების წინაშე დადგნენ – მათ უნდა მოძებნონ მოქნილი ალტერნატივა და გაყიდვები მარტივად აწარმოონ. თუკი მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პროდუქტის გაყიდვისთვის სოციალური ქსელები გამოგიყენებიათ, ტრანზაქციისთვის კი IBAN პირდაპირ ჩატში ჩაგიკოპირებიათ, დიახ, ეს თქვენ გეხებათ. „ქვიქშიპერი“ თქვენი პროდუქტის მიწოდების გარდა, გადახდის კომფორტულად დასრულებაზეც მუშაობს:
„დღესდღეობით ამ ტიპის ურთიერთობის შენარჩუნებას კომპანიები სოციალური არხების მეშვეობით ცდილობენ. ძალიან აქტუალურია პროდუქციის ინსტაგრამ ან/და Facebook არხების მეშვეობით გაყიდვა. ტრანზაქციებმა სოციალური არხების ჩატებში გადაინაცვლა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არხები ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეთ უშუალო კომუნიკაცია მომხმარებელთან, ეს არხები ვერ აგვარებენ 2 ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს: გადახდა და მიწოდება“.
მაინც, რა დისკომფორტს განიცდის ბიზნესის მფლობელი ციფრული არხებით გაყიდვისას? „ქვიქშიპერში“ განმარტავენ, რომ ტრანზაქციის წარმატებით დასასრულებლად, ბიზნესს უწევს ანგარიშის ნომრის ჩატის მეშვეობით გადაგზავნა, მომხმარებელს კი მობაილბანკიდან გადარიცხვა, ხოლო შემდეგ ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიზნესისთვის წარდგენა. მიწოდების საკითხიც, ამავე პრინციპით, ჩატის საშუალებით გვარდება, ავტომატიზაციის გარეშე. „ქვიქშიპერი“ ბიზნესისთვის ამ საკითხის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს, არარელევანტური დანახარჯების გარეშე.
„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესებს, გარდაქმნან თავიანთი სოციალური არხების ჩატები რეალურ გაყიდვების წერტილად. ამას კი შესაძლებელს ვხდით უნიკალური პროდუქტის შეთავაზებით, რომელიც ერთდროულად გადახდების მიღებასა და მიწოდების დაორგანიზებაში დაეხმარება მათ. ამისათვის კი ბიზნესებს არ დასჭირდებათ ინტეგრაციები და ინვესტიციები ტექნოლოგიებში.“
მაინც, როგორ გაუმარტივდებათ ბიზნესებს გადახდის ავტომატიზება, „ქვიქშიპერის“ დახმარებით?
ბიზნესს ექნება შესაძლებლობა დააგენერიროს 1 ბმული, რომელიც ორივე პრობლემის გადაჭრაში ერთდროულად დაეხმარება: გადახდის მიღება და სწრაფი მიწოდება. მომხმარებელთან ჩატში საუბრის შემდეგ:
- ბიზნესი ქმნის ბმულს პროდუქტის დეტალებითა და ფასით და უზიარებს ამ ბმულს მყიდველს
- მყიდველი ბმულზე უთითებს მიწოდების სასურველ დროს, მისამართს და ამავე ბმულის მეშვეობით იხდის პროდუქტისა და მიწოდების საფასურს (ბარათით ან Apple Pay-ის საშუალებით)
- გადახდის შემდეგ, შეკვეთა ავტომატურად უნაწილდება შესაბამის კურიერს
- კურიერი ადასტურებს შეკვეთას და ქვიქშიპერი მას უჩვენებს ოპტიმალურ გზას მისამართზე მისასვლელად
ქვიქშიპერმა ოპერირება რეჟიმში იანვარში დაიწყო და პარტნიორების უკუკავშირის შესაბამისად ხვეწავს პროდუქტს. წარმატებას სტარტაპმა უკვე მიაღწია – ის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150.000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია. ქვიქშიპერი ასევე მასტერქარდის რჩეული სტარტაპი გახდა.
გადახდების ფუნქცია განვითარების აქტიურ ფაზაშია და სულ მალე, „ქვიქშიპერის“ მხარდაჭერით, კიდევ უფრო გაუადვილდებათ ფუნქციონირება ინდივიდუალურ და მცირე მეწარმეებს.
რატომ არის ქვიქშიპერი მნიშვნელოვანი მცირე ბიზნესებისთვის?
მცირე ბიზნესებს პროდუქტების რეალიზაციისთვის არ დასჭირდებათ პროფესიონალური ვებ გვერდების შექმნა გადახდის ფუნქციონალის ინტეგრაციით. ასევე არ იქნება საჭიროეა, დაიქირავონ პირადი კურიერი. ამ 2 სერვისის 1 სივრცეში არსებობა დაუზოგავს მცირე ბიზნესებს დროს, ენერგიასა და რესურსს, რომელიც საჭირო იქნებოდა ამ ფუნქციონალების ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად დაორგანიზების შემთხვევაში.
ვისთვის არის „ქვიქშიპერის“ სერვისი?
ქვიქშიპერის სერვისებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ზომისა და ტიპის ბიზნესს, რომელსაც გაყიდული პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება ესაჭიროება.
ქვიქშიპერის სერვისებით სარგებლობის დაწყება ძალიან მარტივია და პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. კომპანიებს სერვისის დასატესტად თავდაპირველად უფასო მიწოდებას ვთავაზობთ, რის შედეგადაც უკვე ხდება პარტნიორობის დადასტურებაც.
ქვიქშიპერის საკურიერო სერვისით უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა:
როგორ დაიწყოთ „ქვიქშიპერთან“ თანამშრომლობა? თუ ხართ ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც გადახდის ან მიტანის სერვისების უზრუნველყოფა სჭირდება, დატოვე შენი მონაცემები ბმულზე და მალევე დაგიკავშირდებიან.
[R]