ელ. კომერციის ბოლო, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი — ამანათის მომხმარებლისთვის მიწოდებაა. ეს სწორედ ის ეტაპია, რომელზეც ყველაზე მეტია დამოკიდებული. იცოდით?
მომხმარებლების 84% კომპანიისგან მეორედ აღარასდროს შეუკვეთავს, თუ ერთხელ მაინც ექნება უსიამოვნო გამოცდილება მიტანის კუთხით.
ამ და სხვა პრობლემების დაძლევაში QuickShipper დაგეხმარებათ – QuickShipper არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ნებისმიერი არხიდან მიღებული შეკვეთების დროულად და ეფექტიანად მიწოდებაში. როგორ? QuickShipper-ის პლატფორმაში უკვე ჩართულია ყველა მოქმედი საკურიერო კომპანია:
- გლოვო – ამანათს მთელი თბილისის მასშტაბით, 30 წუთში მიიტანს. თანაც, მხოლოდ QuickShipper-ის მომხმარებლებისთვის 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს
- ვოლტი – ამანათებს ძალიან სწრაფად – 30 წუთში აბარებს როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში
- საქართველოს ფოსტა – მომხმარებლებს თბილისის შიდა და საქალაქთაშორისო მიწოდებას სთავაზობს
- იზივეი – მომხმარებლებს თბილისის შიდა და საქალაქთაშორისო მიწოდებას სთავაზობს
- დელივერერსი – დაგეხმარებათ ამანათების თბილისში იმავე და მეორე დღეს მიწოდებაში
- BM’s დელივერი – ამანათებს თბილისის მასშტაბით, სწრაფად ჩააბარებს
QuickShipper მუდამ ზრუნავს არჩევანის მრავალფეროვნების გაზრდაზე, სწორედ ამიტომ მალე პარტნიორების სიას ისეთი ახალი კომპანიები დაემატება, როგორებიცაა FedEx, OnWay, იზიბოქსი და სხვა. რა სისწრაფით და რა ლოკაციაზე მიწოდებაც არ უნდა დაგჭირდეს, ქვიქშიპერში ყველა ტიპის საკურიერო სერვისია ხელმისაწვდომი.
გარდა ერთ ტაბში თავმოყრილი საკურიერო კომპანიებისა, QuickShipper-ის ერთი ანგარიშით შესაძლებლობა გაქვს გააერთიანო სხვა პროცესებიც და:
- არჩეული საკურიეროს მიუხედავად, ანგარიშსწორება თვეში მხოლოდ ერთხელ – QuickShipper-თან აწარმოო
- სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ნაცვლად, ეკონტაქტოQuickShipper-ის გუნდს
- კონტრაქტი და, საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრაცია მხოლოდ QuickShipper-თან გამართო
- ელაპარაკო შენს მომხმარებელს შენი ბრენდის სახელით ნებისმიერი გამოძახებისას და გაუზიარო მათ ბმული შეკვეთის დეტალებით
თუ გინდა, ამ ყველა უპირატესობით ისარგებლო, დარეგისტრირდი ახლავე.
[R]