in

Quickshipper – ყველა ამანათის მართვა ერთ სივრცეში

საკურიერო სერვისებით სარგებლობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ონლაინ გაყიდვებმა უფრო გაზარდა მოთხოვნა ამ სერვისზე. საკვებით დაწყებული – წამლებითა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული, არა მხოლოდ ფიზიკური პირებისგან, არამედ კომპანიებისგანაც, უამრავი საჭიროება დგება, რომ გამოიყენონ კურიერის მომსახურება. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ამ სერვისზე მოლოდინი ყოველთვის ისე არ მართლდება, როგორც წარმოგვიდგენია.

მომატებულმა მოთხოვნამ თავისებური პრობლემებიც გააჩინა, რომლებიც შეკვეთის დაგვიანებასა და მისი მენეჯმენტის ხარვეზებს გულისხობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პლატფორმა Quickshipper შეიქმნა, რომელიც ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს ბიზნესს, ბაზარზე წარმოდგენილ საკურიერო კომპანიებსა და მომხმარებელს შორის. ის ეხმარება კომპანიებს სხვადასხვა არხიდან მიღებული შეკვეთების დროულად დაბინავებაში და მასზე ინტეგრირებულია წამყვანი საკურიერო სერვისები. 

ბევრ ფუნქციასთან ერთად, რომელიც Quickshipper-ზეა წარმოდგენილი, სხვადასხვა საკურიერო კომპანიის თავმოყრა ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან მომხმარებელს საშუალება ეძლევა, შეადაროს ერთმანეთს მისთვის ხელსაყრელი პირობები და ისე გააკეთოს არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია მხოლოდ ლოკალურ საკურიერო კომპანიებს კი არა, საერთაშორისოებსაც მოიცავს, ხოლო ტრანსპორტირება როგორც თბილისში, ისე რეგიონებშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე Quickshipper პარტნიორობს შემდეგ კომპანიებთან: ვოლტი, გლოვო, ელვისი, იზივეი, დელივერერსი და იზიბოქსი. სამომავლოდ ის ამ სიის გაფართოებასაც გეგმავს, რათა ბიზნესს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა საკურიერო კომპანიას თავისი შეზღუდვები და მიდგომები აქვს, Quickshipper თვლის, რომ მათი არჩევანი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული უნდა იყოს მომხმარებლისთვის.

მაგალითად, როდესაც ბიზნესს მიწოდების სერვისით სარგებლობა შორ მანძილზე ესაჭიროება, შეიძლება ამაში გლოვო და ვოლტი ვერ დაეხმარონ, რადგან მათი არეალი შედარებით მოკლეა, ამიტომ მომხმარებელს შეუძლია ელვისი გამოიყენოს, რომელსაც ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია. ამასთან, Quickshipper-ს პარტნიორი საკურიეროები ჰყავს სხვადასხვა ქალაქშიც: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორში, თელავში, ბაკურიანსა და სენაკში შიდასაქალაქო მიწოდების სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი.

აწ უკვე გასულ, 2022 წელს კომპანია პოზიტიურად აჯამებს. იმის მიუხედავად, რომ პლატფორმა ოფიციალურად ნოემბერში ჩაეშვა, სულ მოკლე დროში, მისი გავლით, 100-მდე კომპანიის 7000-მე მეტი ამანათი დაბინავდა. ოპერატიულობისთვის ხელი არ შეუშლია არც „შავ პარასკევს” და არც დეკემბრის თვეში, წინასაახალწლო გადატვირთულ მოთხოვნებს. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, რიგ დღეებში ვოლტი უფრო სწრაფი იყო, თუმცა საშუალოდ შემდეგნაირი შედეგები მიიღეს:

„გლოვოს” ამანათები საშუალოდ 31 წუთში მიჰქონდა
„ვოლტს” 45 წუთში
„ელვისს” კი 3.5 საათში, რაც იმით იყო განპირობებული, რომ „ელვისი” შორ მანძილებზეც ემსახურებოდა Quickshipper-იდან მიღებულ შეკვეთებს.

კომპანიის პირველი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ახალი წლიდან მას მეტი გეგმა აქვს, რომლებსაც ეტაპობრივად განახორციელებს და მომხმარებელს მასზე მორგებულ სერვისს შესთავაზებს.

პლატფორმაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე.

[R]

Falling In Love — ყველა ბავშვი იმსახურებს სახლს

იტალიაში მოქანდაკე რობოტი შექმნეს