საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში ავტომობილების ტექნიკური შემოწმება, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება. შესაბამისად, იმატებს აღნიშნულ სერვისებზე მოთხოვნა. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობენ. ბევრი თვლის, რომ აუცილებელია მანქანების გამართულობის რეგულარული შემოწმება. თუმცა, ჯერ კიდევ აქტუალურია კითხვა, სად და როგორ ვისარგებლოთ ამ მომსახურებით. “ქვიქტესტი” ქართული კომპანიაა, რომელიც ავტომობილის დეტალურ ინსპექტირებაზე იღებს პასუხისმგებლობას და ავტომფლობელებს შესაბამის სერვისს სთავაზობს, როგორც offline, ისე online რეჟიმში, წინასწარი დაჯავშნით. დეტალებზე კომპანიის დირექტორს, დავით ქორიძეს, ვესაუბრეთ.
M: რა უპირატესობა აქვს “ქვიქტესტს” ბაზარზე?
დღეის მდგომარეობით, “ქვიქტესტი” საქართველოში სიდიდით პირველი კომპანიაა ავტოინსპექტირების სფეროში, რომელიც ინსპექტირების 17 ხაზს აერთიანებს. კომპანიამ აკრედიტაცია ევროპული სტანდარტის ISO/IEC 17020:2012/2013-ის შესაბამისად მიიღო. ცოტა ხნის წინ კი, მენეჯმენტის მართვის საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 დანერგა. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებმაც გადამზადება ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარეს და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები.
M: რას მოიცავს ტექნიკური ინსპექტირება და რა პერიოდულობით უნდა გაიაროს ავტომობილმა ის?
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება რამდენიმე პარამეტრისგან შედგება: გამონაბოლქვის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილების, საბურავების, ხილვადობის, ფარების, შუქამრეკლებისა და ელექტრო მოწყობილობის შემოწმება.
კომპანიის „ქვიქტესტი“ სერვისი მოიცავს M1, M2 და N1 კატეგორიის ავტომობილების სრულ ინსპექტირებას:
- M1 კატეგორიის ავტომობილი ინსპექტირებას საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი − ყოველ წელიწადს.
- M2 კატეგორიის ავტომობილი ინსპექტირებას საჭიროებს ერთი წლის შემდეგ, გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ.
- N1 კატეგორიის ავტომობილი ინსპექტირებას საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 1-ლი ივლისიდან, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება სავალდებულო გახდა.
1-ლი ოქტომბრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო იქნება იმ ავტომობილისთვისაც, რომლის ძრავის ძრავის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ. ან მეტია.
2019 წლის იანვრიდან კი ის საყოველთაო გახდება.
M: ინსპექტირებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორგვაროვანია. როგორია თქვენი პოზიცია, რატომაა ის აუცილებელი?
აღნიშნული სერვისით ავტომფლობელებმა პირველ რიგში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე უნდა ვისარგებლოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს სრული და მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად გამართულად და სტანდარტების შესაბამისად მუშაობს ავტომობილი. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ავტოპარკის ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებას, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის კლებას და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას.
M: თქვენ როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ პროცესში?
კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ გარემოზე და შევიტანოთ წვლილი ამ საკითხისადმი საზოგადოების ჩართულობაში. ასე დავიწყეთ კამპანია, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ყველას, ვინც ჩვენს ცენტრებში წარმატებით გაივლის ინსპექტირების პროცესს, გადავცემთ ეკოსტიკერებს, ჰეშთეგით #მევზრუნავგარემოზე, ნიშნად იმისა, რომ ავტომობილმა წარმატებით გაიარა შემოწმება და ისინი ზრუნავენ გარემოზე.
ბევრი ადამიანი უკვე მოდის საკუთარი ავტომობილის შესამოწმებლად, იმის მიუხედავად, უწევთ თუ არა მათ სავალდებულო ინსპექტირება. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და არიან სამაგალითოები. გვსურს, რომ ამ სტიკერების დანერგვით სხვებსაც ვუბიძგოთ იზრუნონ გარემოზე.
M: როგორ უნდა ვისარგებლოთ “ქვიქტესტის” მომსახურებით?
“ქვიქტესტს” 4 ფილიალი აქვს საქართველოში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ავტოინსპექტირების ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დაჯავშნოს ვიზიტი ნებისმიერ ფილიალში, როგორც ტელეფონის, ისე ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად – www.quicktest.ge/register. გარდა ამისა, მარტივია თავად შემოწმების პროცესიც – ავტომობილი 15 წუთში გადის ინსპექტირებას. წარუმატებელი ინსპექტირების შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელს ეძლევა საშუალება, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, გამოასწოროს დარღვევა და უფასოდ გაიაროს განმეორებითი შემოწმება.
[R]