in

„ტექსტილის ტრანსფორმაცია” – ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

6 მაისს სასტუმროსტამბაშიგაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ QUIS-ისა დასაქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის” (GAFA) მიერ ორგანიზებული ღონისძიება ტექსტილის ტრანსფორმაცია: ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერება მდგრადი განვითარებისათვის. ღონისძიებას ტანსაცმლისა და მოდის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სექტორის მიმოხილვა, დისკუსიებში ჩართვა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები, კვლევის შედეგები და წარმატების ისტორიები, ასევე, გაიცა რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს უფრო მდგრადი და წარმატებული მოდის ინდუსტრიის შესაქმნელად საქართველოში.

სპიკერებმა ისაუბრეს იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს ამ სექტორს უდგას ჩვენს ქვეყანაში, წარმოადგინეს თავიანთი დაკვირვებები და სამომავლო ხედვებიც. როგორც აღმოჩნდა, დღეისათვის ქართული მოდის ინდუსტრიაში რამდენიმე ძირითადი საკითხი იკვეთება

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტანსაცმლის მწარმოებლების საჭიროებათა გამოკვეთა, რომლის ფარგლებშიც, შევძლებდით იმ საკითხების გამოყოფას, რაც სექტორის გაძლიერებას სჭირდება. 

გამოწვევებს შორისაა ოთხი ძირითადი პუნქტი: პროდუქტის ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, მოიცავს სერტიფიცირებას, სტანდარტების დანერგვას და სხვა; მარკეტინგული გამოწვევებირა არის საჭირო ბაზარზე შეღწევისთვის და ..; სამუშაო გარემო და ციკლი, რომელიც მოიაზრებს ხარისხის უზრუნველყოფასა და კონტროლს; მდგრადობა და ტექნოლოგიები – რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბრენდს, საწარმოს უნდა, რომ მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ჯაჭვში იყოს ჩაბმული, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბოლო პუნქტს, უნდა ესმოდეს, რა არის მწვანე ეკონომიკა, ნარჩენების მენეჯმენტი, განახლებადი ენერგია და სხვა

დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ კვლევის შედეგებს და გაიგონ, როგორ შეუძლიათ იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც მათ სფეროში ხშირად ხვდებათ”, – ქეთევან მეფარიშვილი, GAFA- კონსულტანტი და კვლევის ავტორი.

QUIS საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ემსახურება. მისი მიზანია ადგილობრივი კომპანიების გაძლიერება და მათთვის ევროპული სტანდარტების გაცნობა, ასევე, ტექნიკური დახმარება და კონსულტაციის გაწევა ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების კუთხით.

პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ინდუსტრიულ სექტორთან, რომელთაგან ერთერთი პრიორიტეტულია ტანსაცმლისა და მოდის მიმართულება. ვცდილობთ, აქცენტი გავაკეთოთ ადგილობრივ წარმოებაზე და ჩვენი აქტივობებით გავაძლიეროთ ქართული კომპანიები, აგრეთვე, დავეხმაროთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში

ჩვენი ძირითადი მიზანია საჭიროებების ანალიზი, ტექნიკური მხარდაჭერა და ადგილობრივი ექსპერტების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა და საერთაშორისო ცოდნისა თუ გამოცდილების გაცნობა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საქართველოში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის მოთხოვნებს.

მსგავსი ტიპის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სექტორისთვის. ჩვენ, კვლევის შემდეგ გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დღევანდელი აქტივობაც ამ პროექტისა და საერთო მიზნის ნაწილია”, – ქეთევან ბუაჩიძე, QUIS-ის კერძო სექტორის განვითარების მრჩეველი.

სპიკერების გამოსვლის შემდეგ შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში, დისკუსიის სახით გაგრძელდა, დამსწრე აუდიტორიამ თავისთვის საინტერესო კითხვებზე მიიღო პასუხი და საშუალება ჰქონდა, ნინა ქებურიასგან წარმატების ისტორიაც მოესმინა, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საერთაშორისო სტანდარტებსა და მდგრადობაზე ორიენტაციამ შეიძლება ნებისმიერი დიზაინერისთვის გლობალური შესაძლებლობები შექმნას.

უკეთესი პროდუქტი, უკეთესი სერვისი” – ეს პროექტ QUIS-ის სლოგანია და ამ იდეაზე დაყრდნობით, გუნდი კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს.

[R]

ამ კვირაში სალვადორ დალი სატელეფონო ზარებს უპასუხებს — Dial Dalí

მთავარია, #არგაჩერდე და პიროვნულ განვითარებაზე იზრუნო, რომ ფორმაში დარჩე – ირაკლი ძაგანია