in

უნდა დატოვო „ისე რა“ სამსახური თუ სხვა გამოსავალიც არის?

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სამსახურით უკმაყოფილო ხართ, ზოგჯერ – ძალიან გძულთ, ხან უბრალოდ ეგუებით სიტუაციას, რომ სამუშაო დღეები გრძელი და დამღლელია. როგორ მოვიქცეთ? როგორ გავიგოთ, დროა, დავტოვოთ სამსახური და სხვა საქმეს შევუდგეთ თუ შეიძლება გარემოების შეცვლა? ჩვენ ამაზე ფიქრში დაგეხმარებით.

სამუშაო გარემო ტოქსიკურია?

მოდით ვიმსჯელოთ მკაფიოდ: ზოგიერთი სამუშაო – და ზოგიერთი ორგანიზაცია საშინელი და ტოქსიკურია. მართლაც, შესაძლოა აღმოჩნდეთ სამუშაო ადგილზე, სადაც არასათანადოდ გექცევიან. სადაც გყავთ მენეჯერი, რომელიც წასვლისკენ გიბიძგებთ, არ აფასებს თქვენს ძალისხმევას ან მიღწევებს. გაბატონებული კულტურაა „შიშისა და დაშინების კულტურა, სადაც თანამშრომლებს ჩვეულებრივ აიძულებენ თავი პატარად იგრძნონ.

სამუშაო ასევე შეიძლება მომწამვლელი იყოს, როდესაც იძულებული ხართ დათმოთ თქვენი პირადი ღირებულებები. (ექიმები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს „მორალური ზიანი“.) სავსებით შესაძლებელია, რომ იმდენად მიეჩვიეთ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს, უკვე ნორმალურადაც აღიქვამდეთ. საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სამუშაო ზიანს აყენებს თქვენს კეთილდღეობას, არის როდესაც ამჩნევთ, როგორ აისახება ეს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. თქვენ მუდმივად ხართ სტრესში, დაღლილი და გიძენლდებათ დაძინება. როდესაც სამსახურში არაკომფორტულად გრძნობთ თავს ან თუნდაც ეს სამსახურზე ფიქრისას გემართებათ, ესაა განგაშის ზარი იმისა, რომ თქვენი სამუშაო არ „მუშაობს“ თქვენს სასარგებლოდ და სჯობს დაგეგმოთ მისი დატოვება.

ენერგიისგან დაცლას გრძნობთ

შესაძლოა, თქვენი სამუშაო არც არის ტოქსიკური, მაგრამ ის მაინც გახარჯინებთ ენერგიას. როდესაც გესმით, რომ სხვები საუბრობენ სამსახურით დაღლაზე, ადგილად მიხვდებით, თქვენი დაღლილა არასასიხარულო ნიშანია თუ ზრდასრული ცხოვრების ტიპური ნაწილი. განსხვავება დამოკიდებულია დაღლილობის ბუნებაზე და იმაზე, არის თუ არა ის მართვადი გამოწვევებიდან გამომდინარე თუ წარმოადგენს დაღლილობის მუდმივ გრძნობას.

ცხოვრებისეული სტრესული ფაქტორები, როგორიცაა ახალშობილის სახლში ყოფნა ან დამღლელი მგზავრობა, შეიძლება რთულ გარემოებას უფრო ამწვავებდეს. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებამდე იფიქრეთ, არის თუ არა თქვენი გამოწვევა დროებითი? დიდი პროექტები აუცილებლად დასრულდება; თქვენი ბავშვი დაიძინებს მთელი ღამის განმავლობაში… მიეცით თქვენს სიტუაციას დრო სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისთვის და ისაუბრეთ თქვენს უფროსთან და გუნდთან თქვენი სამუშაოს დიდი ნაწილის შემცირებაზე. მოძებნეთ რისი ავტომატიზაცია, დელეგირება და აღმოფხვრა შეგიძლიათ. თუმცა, თუ თქვენს ორგანიზაციაში გადაწვა ჩვეულებრივი ამბავია, ნაკლებსავარაუდოა, რამე შეიცვალოს.

სამსახურით უბედური ხართ თუ მოწყენილი?

ადვილია ამ ორის აღრევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწყენილობა ქრონიკულ პრობლემად იქცევა. კვლევებმა აჩვენა, რომ მუდმივმა მოწყენილობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, შფოთვა და სტრესი. დროდადრო მოწყენილობა მოსალოდნელიცაა, ზოგიერთ დღეებში ამას ვერ გრძნობთ, მაგრამ თუ ის ყოველდღიურ ბრძოლად იქცევა და თქვენს საქმეში არაფერია, რაც აგანთებთ, დაღლილობამ შეიძლება შეამციროს თქვენი სამუშაოთი კმაყოფილება.

არის რამე სამსახურში, რაც გსიამოვნებთ?

შესაძლოა თქვენი სამუშაო უბრალოდ მოსაწყენი გახდა ან სულაც სულისშემძვრელი უფსკრულია. გირჩევთ იფიქროთ თქვენი სამუშაოს იმ ნაწილებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გეხმარებათ განვითარებაში. ეს მოიცავს სწავლის, ახალი უნარების განვითარების ან ჭკვიან კოლეგებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობებს. შესაძლოა, გქონდეთ ენერგიული მომენტები ან ერთი ხორცშესხმული პროექტი მაინც, რომელიც ახალი გზებისკენ მიგიყვანთ. თუ ასეა, განაგრძეთ მეტი მათგანი სამუშაოს შემუშავების გზით. თუ ერთადერთი დადებითი მხარე არის ხელფასი, გირჩევთ გამოიკვლიოთ როგორ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი თქვენს ორგანიზაციაში.

ნამდვილად ცდილობთ გაუმჯობესებას?

ზოგჯერ პრობლემა თავად სამუშაო არ არის, არამედ ის, თუ როგორ ეკიდებით მას. შესაძლებელია, თქვენ თავად თამაშობთ როლს საკუთარ უბედურებაში. დაფიქრდით, როგორ ჩანხართ სამსახურში? გაქვთ საქმის კეთების სათანადო უნარი? წარმოგიდგენთ საკუთარ თავს დინამიკურად? ნამდვილად დებთ ყველა რესურსს საქმეში? ყველაფერი ცადეთ სიტუაციის შესაცვლელად?

წყარო: HBR

7 ახალი შრიფტი უცხოური სააგენტოებისგან

„იოიოსო” – განვითარების გზა და სამომავლო გეგმები