ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელები. თუმცა, ყველა სოციალური პლატფორმა არ არის მხოლოდ დროის გასატარებლად. ზოგიერთი პლატფორმა გვეხმარება თვითგანათლებაში, მაგალითად, პლატფორმა Quora. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ სწორედ მასზე მოგიყვებით.
Quora სოციალური ქსელია. ის უფრო მეტად ფორუმის ფუნქციას ითავსებს, Facebook-ისა თუ Twitter-ისგან განსხვავებით. ადამიანების უბრალოდ დაკავშირების ნაცვლად, Quora ეფუძნება ცოდნის გაზიარებას კითხვა-პასუხის სახით. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლები სვამენ კითხვებს, შემდეგ კი, ამ კითხვებზე პასუხობენ სხვა, საკითხში გამოცდილი მომხმარებლები. Quora საკმაოდ დემოკრატიულია – პასუხების შესაბამისობა განისაზღვრება ხმის მიცემის სისტემით. ხმის უფლება ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა Quora, მჭიდროდ არის დაკავშირებული Facebook-თან. მაინც, როგორ? Quora-ს დამფუძნებლები, ადამ დ’ანჯელო და ჩარლი ჩივერი Facebook-ში იყვნენ, ადრეული პერიოდიდან და მისი სწრაფი ზრდის დროსაც. ჩარლი ჩივერი ჰარვარდში სწავლობდა კომპიუტერულ მეცნიერებას, შემდეგ კი მუშაობა „ამაზონში“ დაიწყო. 2005 წელს – ფეისბუქის გაფართოების დროს, მოწვევა მიიღო Facebook-ში გასაუბრებაზე. თავდაპირველად არ უპასუხა. მისი თქმით, არ სურდა ემუშავა უფრო ახალგაზრდა თანამშრომლებთან. ამავე დროს, არ იყო დარწმუნებული, ჰქონდა თუ არა ფეისბუკს საზღვარგარეთ გაფართოებისა და დიდ შემოსავალზე გასვლის შესაძლებლობა.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა Quora, მჭიდროდ არის დაკავშირებული Facebook-თან. მაინც, როგორ? Quora-ს დამფუძნებლები, ადამ დ’ანჯელო და ჩარლი ჩივერი Facebook-ში იყვნენ, ადრეული პერიოდიდან და მისი სწრაფი ზრდის დროსაც. ჩარლი ჩივერი ჰარვარდში სწავლობდა კომპიუტერულ მეცნიერებას, შემდეგ კი მუშაობა „ამაზონში“ დაიწყო. 2005 წელს – ფეისბუქის გაფართოების დროს, მოწვევა მიიღო Facebook-ში გასაუბრებაზე. თავდაპირველად არ უპასუხა. მისი თქმით, არ სურდა ემუშავა უფრო ახალგაზრდა თანამშრომლებთან. ამავე დროს, არ იყო დარწმუნებული, ჰქონდა თუ არა ფეისბუკს საზღვარგარეთ გაფართოებისა და დიდ შემოსავალზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა, მოგვიანებით, ჩივერი შეხვდა ორ მეგობარს, რომლებმაც დატოვა სამსახური Microsoft-ში და Facebook-ს შეუერთდა. ბოლოს, მაინც გადაწყვიტა შეთავაზებას დათანხმებოდა. სწორედ მაშინ გაიცნო Quora-ს მომავალი თანადამფუძნებელი, ადამ დ’ანჯელო.
WhatsApp-ისა თუ WordPress-ის მსგავსად, Quora-ის იდეა წარმოიშვა საჭიროებიდან, რომელიც არსებული გადაწყვეტილებებით ვერ კმაყოფილდებოდა. ერთხელ, ლანჩის შესვენების დროს ადამმა და ჩარლიმ დაიწყეს აქტიური მსჯელობა ინფორმაციისა და სწავლის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუკი მათ ნებისმიერ დროს ენდომებოდათ ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა. რა თქმა უნდა, Q&A საიტები, როგორიცაა Yahoo Answers, Reddit და Aardvark უკვე არსებობდა, მაგრამ ადამისა და ჩარლის თქმით, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო სათანადოდ საჭიროების დაკმაყოფილება. ასე რომ, გადაწყვიტეს საკუთარი პლატფორმის შექმნა. შედეგად, 2009 წლის ივნისში Quora-ს პირველი ვერსია გამოჩნდა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.