გიზიარებთ დღის გამონათქვამებს Ad Black Sea 2018-დან.
ჯულიან ბოულდინგი, პრეზიდენტი, Tenetworkone: “მონაცემები წარსულია, კრეატივი კი მომავალი. სასწაული არის ის, რასაც თქვენ ქმნით.”
მარია მილუშევა, კრეატიული დირექტორი და პარტნიორი, Nobel Graphics TBWA: “ხშირად ქალებს მათი ვიზუალის, ჩაცმულობის მიხედვით აფასებენ, ნუ ეცდებით კარგი მოთამაშე გახდეთ, შეცვალეთ თამაში. ნუ ეცდები შეცვალო შენი სხეული, ქცევა, დამოკიდებულება, გამოავლინე ძალა, ლიდერის თვისებები, ემოცია.”
ანდრო დგებუაძე, A-Live: “როგორც ამბობენ, გააღეთ კარი და ჩაიხედეთ სარკეში. კარის გაღება ნიშნავს, მუდმივად სწავლობდე და განვითარებისკენ ისწრაფოდე, სარკეში ჩახედვისას, შეხედეთ თქვენს თავს, რომ დაინახოთ, რა იცით და რა – არა.”
ლუკას გრეგორასი, Partners Y&R: “კრეატიულობა სწავლით გაამდიდრე, არასოდეს შეჩერდე, მხოლოდ ასე თუ შეძლებ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას.”
რომულუს პეტკენი, ჯგუფის კრეატიული დირექტორი, Publicis Romania: “ნამდვილი კრეატივი არის: ექსკლუზიურ იდეას + ინკლუზიური იდეა. საერთაშორისო ბრენდები ადგილობრივ საზოგადოებას უნდა მოარგოთ, უნდა გაითვალისწინოთ მათი კულტურული რეალობა და მათთვის სპეციფიკური, რელევანტური პროდუქტი შესთავაზოთ. ხანდახან ხდება, რომ უბრალოდ აგებ. მაგრამ არ შეჩერდე, მოიფიქრე, როგორ გადაწყვიტო ეს პრობლემა. ბევრჯერ სცადე – აუცილებლად გაგიმართლებს და მიაღწევ საწადელს.”
ჯესიკა უოლში, კრეატიული სტუდია Sagmeister & Walsh-ის დიზაინერი და კრეატიული დირექტორი: “ითამაშეთ თქვენი საკუთარი წესებით. შენი ნამუშევრებით საზრდო მიაწოდე სულს და არა ეგოს. თუ ვინმეს თქვენი ნამუშევარი არ სძულს, დამიჯერეთ, ჯერ ის არავის მოსწონებია. ნუ ეცდებით ლამაზი ნამუშევრების შექმნას, უბრალოდ იმუშავეთ გულით და სულით.”
მარიამ ახუნოვა, კრეატიული დირექტორი, Possible Moscow: “იდეალური კრეატიული კამპანიისთვის ბევრი ფული არ არის საჭირო. მარტივად შეგიძლიათ დიდი პროექტების კეთება. გამოიყენეთ ამისთვის, თუნდაც, მესენჯერი.”