24
Apr
2019

ქვევრის ღვინოზე ქართული ანიმაცია შეიქმნა

24 Apr 2019

კობი
კობი


ქვევრის ღვინოსა და მის კულტურაზე ქართული ანიმაციური ვიდეორგოლი მაიკო ქავთარაძემ და დავით ქავთარაძემ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის შექმნეს. ანიმაცია მაყურებელს ქართულ ტრადიციებზე უამბობს. შემქმნელების თქმით, ვიდეორგოლი არაკომერციულია და მისი გამოყენება ყველა მსურველს შეუძლია.

ქვევრი / Qvevri

პირველი ქართული ანიმაციური ვიდეორგოლი ქვევრის ღვინოზე!#ვიდეოყველასია

Gepostet von Nokami's Blog am Dienstag, 23. April 2019

მაიკო ქავთარაძე: ” ვიდეო ჩვენი ქვეყნისთვის შევქმენით. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ უნიკალური ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე ნებისმიერ ბიზნესს. ვიდეო ქვეყნისაა, ის ყველას ეკუთვნის.”

განხილვა