10
აპრ
2018

ქვეყნების WordArt-ები, მათი კონტექსტის გათვალისწინებით – თეიმურაზ ალექსანდრე გოგილიძის ნამუშევრები

10 აპრ 2018

გრაფიკულმა დიზაინერმა, თეიმურაზ ალექსანდრე გოგილიძემ ქვეყნების კულტურული, არქიტექტურული, პოლიტიკური და ა.შ. მახასიათებლების – კონტექსტის შესაბამისი WordArt-ები შექმნა და მარკეტერის ფოკუსშიც მოექცა: „ვორდ არტების კეთება, დაახოლოებით, ორი წელია, დავიწყე. საწყის ეტაპზე, რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩემთვის იმდენად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა ამის კეთება, რომ იდეების გენერირება, შემდეგში უკვე, ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ქვეყნებზე ვორდ არტების გაკეთების იდეა დიდი ხანია მაქვს, რადგან ყველა ქვეყანა საინტერესოა და გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნით, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ ნიშნების გათვალისწინებით, რაც შეიძლება მარტივად აღსაქმელი და საინტერესო გამეხადა ვიზუალები“.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

განხილვა