in

ფინეთში ქვიშის პირველი კომერციული ბატარეა აამუშავეს

ქარისა და მზის ენერგია არ არის მუდმივი — ენერგიას წარმოქმნის მაშინ, როცა ხელმისაწვდომია და არა, მაშინ, როცა საჭიროა. ამიტომ, მწვანე ენერგიის გადამცემს დიდი ენერგიის შენახვაც სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს — ლითიუმის დიდი ბატარეისინსტალაციები, სილიკონის ფაზის შემცველი, რკინისა და ჰაერის, გრავიტაციული თუ ნახშირორჯანგის ბატარეები და ისეთი უჩვეულო იდეებიც კი, როგორიც, შესაძლოა, მცურავი ბატარეები იყოს.

თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ეფექტურობის, ზომის, ადგილმდებარეობის, ინსტალაციისა და საოპერაციო ხარჯების, სიმძლავრის რეიტინგების, ხანგრძლივობისა და იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის მანძილზე შეუძლია ენერგიის შენახვა. ეს კარგია, რადგან, მსგავსად, განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილება შესაძლებელი ხდება.

Polar Night Energy-ის თქმით კი ახლა ამ დიდ ჩამონათვალს ახალი ენერგიის კომპანია Vatajankoski-ს შენობაში პირველი კომერციული ქვიშის ბატარეა დაემატა — თერმული ენერგიის შესანახი სისტემა, რომელიც დიდი იზოლირებული ფოლადის ავზის გარშემო აშენდა, ძველი ქვიშითაა სავსე. როცა ქვიშა თბება, მის შუაში არსებული სითბოს გადამცემი საათში 8 მეგავატ ენერგიას, 100 კვტ სიმძლავრითა და 500/600 გრადუსით ინახავს. საინტერესოა ისიც, რომ მიღებულ სითბოს კომპანია ადგილობრივი მასშტაბით უკვე იყენებს. სამომავლოდ კი მისი გამოყენება შენობებისა და საცურაო აუზების გასათბობად, სამრეწველო პროცესებისა თუ ნებისმიერი აქტივობის დროს იქნება შესაძლებელი.

ეს ეხმარება მას გახდეს ძალიან ეფექტური, ძალიან ადვილია ელექტროენერგიის სითბოდ გადაქცევა, მაგრამ ეს რომ პირიქით მოახერხოთ ტურბინები და უფრო რთული რაღაცები დაგჭირდებათ. იმის გამო, რომ ჩვენ სითბოს სითბოს სახით ვიყენებთ, ეს უფრო მარტივიც ხდება, — აცხადებს მარკკუ ილონენი, ტექნოლოგიების ოფიცერი.

კომპანიაში ბატარეის 99%-იან ეფექტურობაზეც საუბრობენ, მას მინიმალური დანაკარგი აქვს და ამასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობა ათწლეულების მანძილზე. თანაც, ქვიშას განსაკუთრებული არაფერი სჭირდება, უბრალოდ იგი გამომშრალი და აალებადი ნარჩენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. გამოდის, ენერგიის შენახვისთვის ხარჯებიც ძალიან მცირე იქნება — Polar Night Energy-ის განცხადებით, ბატარეის დაყენებას 10 ევროზე ნაკლები დასჭირდება…

მომავალში კომპანია გაფართოებას 20 გიგავატ-საათიანი ენერგიის შესანახი ინსტალაციებითა და ქვიშის 1000 გრადუსამდე გაცხელებით გეგმავს. 

Mission Innovation-ის შეფასებით კი, შესაძლოა, Polar Night-ის ენერგიის შესანახი სისტემის სრული პოტენციალის გამოყენებამ ნახშირბადისგან მიღებული სითბოს წყაროები ჩაანაცვლოს. ხოლო თუ ეს ასე მოხდება, 2030 წლისთვის ემისიების ყოველწლიური მაჩვენებელი 57-დან 283 მეგატონამდეც შემცირდება.

საშინლად დაპროექტებული კიბეების „იდეალური” მაგალითები

RENAULT საკულტო მოდელს აცოცხლებს