“QWERTY”-სა და “სუპერგმირის” ერთობლივმა პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის ხელშეწყობა, წახალისება და განვითარება. ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე თანამედროვე ღირებულებებითა და მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან. კონკურსში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მასშტაბით 128 კომპანია და მათგან მხოლოდ 5 გამარჯვებული გამოვლინდა:
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის
Qwerty – სუპერგმირი
SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები
თიბისი ბანკი – პროექტი „მხარდაჭერა უკრაინას“
SDG 4 – ხარისხიანი განათლება/SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
საქართველოს ბანკი – „იდეათეკა“ / პროექტი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა
SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
ლიბერთი ბანკი – „ტელეკლინიკა MyDoc“
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება
პოლივიმი – პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო
ციფრული ტრანსფორმაციის კომპანია “Qwerty” კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში, გაეროს მე-17 მიზნის – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, 2022 წლის გამარჯვებული გახდა. კონკურსზე “Qwerty” პარტნიორთან, „სუპერგმირი“-თან ერთად წარსდგა.
სუპერგმირის და Qwerty ურთიერთობა დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, “Qwerty”-მ სუპერგმირს ონლაინ პლატფორმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სახის დეველოპერული მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ გაუწია. ამ პლატფორმის საშუალებით “სუპერგმირი” საქართველოს მასშტაბით 500-მდე ბავშვს ეხმარება. დღემდე “სუპერგმირისა” და “Qwerty”-ის თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პლატფორმის საშუალებით 80-მა ბავშვმა მიიღო ტექნიკა ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად. ყოველთვიურად 100-მდე ბავშვი ესწრება კლასგარეშე აქტივობებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
„როცა გავიგეთ თუ რა საქმეს აკეთებდა სუპერგმირი, მთელმა გუნდმა გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში როგორც შეგვეძლო და მინიმუმ, მომსახურება რომელზეც შევუთანხმდით, სრულიად უსასყიდოდ გაგვეწია“
“ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებული კომპანია. ეს ჯილდო, მეტ სტიმულს აძლევს გუნდის თითოეულ წევრს გავაგრძელოთ ადამიანებზე ზრუნვა და შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები.”– აცხადებს “Qwerty”–ს გენერალური დირექტორი დავით წიკლაური.
კომპანია Qwerty – „ქვერთი“ დაახლოებით 3 წლის წინ შეიქმნა და დღესდღეობით უკვე 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის სახელს უკავშირდება რამდენიმე წარმატებული პროექტი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო ტიპის აპლიკაცია გერმანიის პოლიციისთვის, რომელზე მუშაობაც კომპანიამ ახლახან დაასრულა.
“სუპერგმირის” პროექტის გარდა, კომპანია “Qwerty” გვერდში დაუდგა საქართველოს საავტომობილო ფედერაციასაც. ავტოსპორტის განვითარების ხელშესაწყობად საჭირო ონლაინ პლატფორმას, რომელსაც ძალიან მალე ვიხილავთ, კომპანია ასევე სრულიად უსასყიდლოდ ქმნის.
ღონისძიება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულები კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა, იაპონიის ელჩმა, აკირა იმამურამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ოლექსანდრ შულჰამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ დააჯილდოვეს.
[პარტნიორის კონტენტი]