ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, `საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“ გაიმართა.
კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. მის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ბიზნეს კომპანიები — მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში.
Meliora 2022-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 30 მაისს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართა, სადაც კატეგორია „სექტორთა პარტნიორობა“-ს გამარჯვებული „ქვერთი“ გახდა. ღონისძიებას ქვერთის კომერციული დირექტორი ვაჟა ბიჭიაშვილი და პარტნიორი კომპანია „სუპერგმირი“-ის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. სექტორთა პარტნიორობის გარდა კონკურსში გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებშიც გამოვლინდნენ:
- კატეგორია „სექტორთა პარტნიორობა — გაზიარებული პასუხისმგებლობა“
გამარჯვებული კომპანია: Qwerty — პროექტი „Supergmiri.ge-ს მხარდაჭერა“
- კატეგორია „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“
გამარჯვებული კომპანია: მეიჯერელ საქართველო — პროექტი „Feel Good”
- კატეგორია „საზოგადოების მხარდაჭერა“
გამარჯვებული კომპანია: ეიპიემ ტერმინალს ფოთი — პროექტი „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“
- კატეგორია „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“
გამარჯვებული კომპანია: თიბისი ბანკი — პროექტი „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“
- კატეგორია „წლის CSR მენეჯერი“
გამარჯვებული: ანა კუხალეიშვილი, კომპანია „ბიმ კუბი“
- წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია
გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია: ემბისი
ციფრული ტრანსფორმაციის კომპანია Qwerty საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის გამარჯვებული გახდა, პროექტით „Supergmiri.ge-ის მხარდაჭერა“
სუპერგმირის და Qwerty-ის ურთიერთობა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, Qwerty-იმ სუპერგმირს ონლაინ პლატფორმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სახის დეველოპერული მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ გაუწია. ამ პლატფორმის საშუალებით, „სუპერგმირი“ საქართველოს მასშტაბით 500-მდე ბავშვს ეხმარება. დღემდე „სუპერგმირისა“ და Qwerty-ის თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პლატფორმის საშუალებით, 80-მა ბავშვმა მიიღო ტექნიკა ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად. ყოველთვიურად 100-მდე ბავშვი ესწრება კლასგარეშე აქტივობებს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
„ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ქვერთის გუნდის თითოეული წევრისთვის, რადგან ის საქმე, რომელსაც ჩვენი გუნდი მთელი გულით, უსასყიდლოდ აკეთებს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაფასდა“, — აცხადებს Qwerty-ის გენერალური დირექტორი დავით წიკლაური.
კომპანია Qwerty დაახლოებით 3 წლის წინ შეიქმნა და დღესდღეობით უკვე 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის სახელს უკავშირდება რამდენიმე წარმატებული პროექტი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო ტიპის აპლიკაცია გერმანიის პოლიციისთვის, რომელზე მუშაობაც კომპანიამ ახლახან დაასრულა.
„სუპერგმირის“ პროექტის გარდა, კომპანია Qwerty გვერდში დაუდგა საქართველოს საავტომობილო ფედერაციასაც. ავტოსპორტის განვითარების ხელშესაწყობად საჭირო ონლაინ პლატფორმას, რომელსაც ძალიან მალე ვიხილავთ, კომპანია ასევე სრულიად უსასყიდლოდ ქმნის.
Meliora 2022 კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია,ისრაელი, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუა, ლატვია და უნგრეთი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
კონკურსი იმართება წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სამთავრობო უწყებებისა და მედია ორგანიზაციების მხარდაჭერით.
[R]