„სიმფსონები“ მთელი მსოფლიოსთვის საკულტო ანიმაციად რომ იქცა და ბევრი რეალური მოვლენის წინასწარგანსაზღვრულ მექანიზმადაც გვევლინება ხოლმე, უკვე ყველა მივეჩვიეთ. ალბათ, სწორედ ამიტომ არ კარგავს პოპულარობას და თანამედროვე ტენდენციებშიც იჭრება. ამის მაგალითია R.E.T.R.O. Clothing-ის უახლესი ბოტასი, რომელიც ანიმაციის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჰომერის ფეხსაცმლითაა შთაგონებული.
ეს ანიმაციის ფანებისთვის ნამდვილად კარგი სიახლეა. თანაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბრენდს დამატებითი რეკლამა არ დასჭირდება — თავად „სიმფსონებშიც“ ხომ ჩანს, რამდენად ძვირადღირებულია ფეხსაცმლის ეს მოდელი და ერთი სერია ფაქტობრივად მასზეა აგებული.
აქვე გასათვალისწინებელია ანიმაციური ფეხსაცმლის ერთ-ერთი დეტალი — ლოგო, რომელიც პირდაპირ Nike-ზე მიანიშნებს. ამ შემთხვევაში, იურიდიული საკითხების გათვალისწინებით, ბრენდი ლოგოს ანალოგიურ ვერსიას ვერ გამოიყენებდა… ამიტომაც, „თავდაყირა“ ამოატრიალა.