in

გამოფენა, რომელიც ძველი ნივთების განახლებას ასახავს — ეკოლოგიურად სუფთა მომავალი

მე-20 საუკუნეში სამომხმარებლო კულტურამ მრავალი სასწაული მოიტანა, მაგრამ უზარმაზარი ნარჩენების ფასად… მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებამ კომპანიებს იაფი და მოსახერხებელი პროდუქტების შექმნა ვთხოვეთ, მათ კი ეს მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ისინი აგროვებენ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვას, საკვების კონტეინერებს და სასურსათო ჩანთებს. მოდის ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი მოდურ, მაგრამ უხარისხო ტანსაცმელს აწარმოებს, რათა რამდენიმე გამოყენების შემდეგ გადავაგდოთ.

BOG
BOG

ისტორიის უმეტესობისთვის ეს ასე არ იყო. ადამიანები ხარისხიან ნივთებს ყიდულობდნენ და ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ, გაფუჭების შემდეგ კი უბრალოდ შეაკეთებდნენ. “R for Repair”, ლონდონის დიზაინის ახალი ფესტივალი სწორედ ამ რეალურ ობიექტებს აჩვენებს, რომლებიც ადამიანებმა შეინახეს და განაახლეს. ის თვალწარმტაც სახეს გვთავაზობს, თუ როგორ კრეატიულად შეიძლება ძველი ნივთების განახლება. ამასთან, ის ღირებულ ინფორმაციას გვთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა მიდგომებზე.

„ჩვენ ნამდვილად მოგვხიბლა ისტორიებმა. ადამიანებს ძლიერი მიჯაჭვულობა ჰქონდათ ამ ობიექტებთან“, — ამბობს ჯეინ უიზერსი, გამოფენის კურატორი. გამოფენაზე წარმოდგენილია საინტერესო ნივთების ფართო სპექტრი, დაწყებული ებრაული საქორწილო ცერემონიის დროს დამტვრეული შუშის ნაჭრებით, სათამაშოებით და თოჯინების სახლებით დამთავრებული. საინტერესოა, რომ ამ ობიექტების უმეტესობის თვითღირებულება არც ისე ძვირი იყო — შესაბამისად, საქმე ეხებოდა არა ფულად ღირებულებას, არამედ ემოციურ კავშირებსა და სენტიმენტალურ ფასეულობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიზაინერის ხედვა დროის ტენდენციებით არის განპირობებული, შოუს ერთ-ერთი გაკვეთილი აშკარაა: ადამიანები აფასებენ ნივთებს, რისი გამოყენებაც მათთვის კომფორტულია დიდი ხნის განმავლობაში. ამრიგად, მდგრადი დიზაინის შესაქმნელად, დიზაინერებმა კლასიკური და დროული პროდუქტები უნდა აწარმოონ, ნაცვლად წარმავალ ტენდენციებზე დაფუძნებული დიზაინისა. ამასთანავე, ნივთები გარკვეულწილად ფუნქციონალურიც უნდა იყოს და არა მხოლოდ დეკორატიული.

მკვლევრების თქმით, სუპერ ინტელექტის მქონე AI-ს გაკონტროლებას ვერ შევძლებთ

როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლები საოჯახო ბიზნესში?