in

R.O x KONOBA თბილისში ბრუნდება

ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, ბელგიური დუეტი თბილისში 31 მაისს, Spacehall-ში, როგორც ძველი ნაცნობი, ისე ახალი ნამუშევრებით წარდგება.

„ჩვენი ბოლო „ლაივ“ შოუ თბილისში ნამდვილად დაუვიწყარი იყო. “On your knees” – ის შესრულებისას მივიღეთ ემოცია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ განგვიცდია. დიდი მადლობა ქართველ მსმენელს ამისთვის. ამ ვიზიტზე „ლაივ“ შოუზე მოსულ საზოგადოებას ვპირდებით გაუმჯობესებულ წარმოდგენას. მომზადებული გვაქვს ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი პროგრამა, ამიტომ მოემზადეთ ცეკვისთვის“, – ამბობენ ჯგუფის წევრები.

R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა, რომელიც მანქანებისა და ინსტრუმენტების, სიზმრებისა და რეალობის , მელანქოლიური ვოკალისა და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს.

 

„პირველად თბილისში, 2017 წლის 25 ნოემბერს, Movement-ის ორგანიზებით ჩამოვიდნენ და ქართველ მსმენელს დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზეს Spacehall-ში. შემდეგ ბელგიურმა დუეტმა კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა ჩვენს საზოგადოებაში და 2018 წლის ზაფხულში კვლავ დაბრუნდა განახლებული პროგრამით Tbilisi Open Air-ის სცენაზე. სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს ვიდეო რგოლი “Roll The Dice”-სთვის, რომელიც მხოლოდ საქართველოში გადაღებული კადრებითაა აგებული. Movement-ის ორგანიზებით, ახალი ალბომის ლაივ შოუ 31 მაისს თბილისში, Spacehall-ში გაიმართება. ბელგიელ არტისტებთან ერთად მსმენელის წინაშე ქართველი არტისტები, Danielli და Endorphins წარდგებიან“, – ამბობენ შოუს ორგანიზატორები.

შოუზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

[R]

Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება

Ikea-ს ჩანთა LGBT+ თემის მხარდასაჭერად