კი ამბობენ, რეზიუმე ერთი გვერდი უნდა იყოსო, მაგრამ ამაზე დებატები დღემდე გრძელდება… მიუხედავად იმისა, ერთი გვერდი იქნება თქვენი დოკუმენტი თუ ორი, არსებობს საკითხები, რომელთა ამოღებით თქვენს რეზიუმეს მარტივად აღქმადს გახდით, ქვემოთ კი მათგან რამდენიმეს გაგიზიარებთ:
ჟარგონები, კლიშეები და ჰიპერბოლა
სამსახურის ძიების პროცესში არასაჭირო ჟარგონებს, კლიშეებსა და ჰიპერბოლებს უნდა არიდოთ თავი, განსაკუთრებით რეზიუმეში. თუ, მაგალითად, თქვენს CV-ის ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს, აღნიშნული ჟარგონებით მის Keyword-ებს ვერ დაემთხვევით, ეს კი წარმატების შანსებს შეამცირებს. შედეგი არც მაშინ შეიცვლება, როცა მკითხველი ადამიანი იქნება… მოკლედ რომ გითხრათ, კარგი რეზიუმე წერის სტანდარტულ წესებს მიჰყვება: აჩვენეთ და არ მოუყვეთ. ამისთვის საუკეთესო გზა ციფრებისა და ფაქტების გამოყენებაა და არა, შეფასებების.
სამსახური, რომელშიც 15 წლის წინ მუშაობდით
ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2010 წლამდე რაც გააკეთეთ, ყველაფერი უნდა ამოშალოთ. თუ ბოლო პოზიციაზე 5 წელზე ნაკლები დრო გაატარეთ, შეგიძლიათ ის სამსახურებიც დატოვოთ, რომლებიც 10-15 წლის წინ გქონდათ, თუმცა, თუ ამაზე ძველია, იქ თქვენი პასუხისმგებლობებისა და მიღწევების მითითება რელევანტური აღარ იქნება… გამონაკლისი ის შემთხვევებია, როცა კარიერულ ცვლილებას გეგმავთ და ძველი სამსახური ახლანდელ მიმართულებას ესადაგება. აქ კი სამოტივაციო წერილი დაგეხმარებათ, რითაც დამსაქმებელს კავშირების დანახვაში დაეხმარებით.
გადატვირთული ფორმატი, ფოტო და ძირითადი უნარები
თუ კარიერას ახლა იწყებთ და ფიქრობთ, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ გვერდის შესავსებად, ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით და მაგალითად უნარებში Microsoft Office-ს ჩაწერთ. თუმცა, ასეთი უნარები ავტომატურს ჰგავს და, შესაძლოა, ნაკლებად გამოცდილ პირად წარმოგაჩინოთ. ამიტომ, ნუ ეცდებით ცარიელი ადგილის შევსებას ფერადი, დიდი შრიფტებით, დატვირთული ფორმატებითა და სურათით. ცარიელი სივრცე და მარტივი ფორმატი იმაზე კარგია, ვიდრე ზედმეტად გადატვირთული ვიზუალი.
და თუ ახალი რეზიუმეს შექმნა გადაწყვიტეთ, ტოპ 10 შაბლონს გაგიზიარებთ.