in

სილქნეტი: „რა არის ახალი“

რა განსაზღვრავს ბრენდის აღქმას ჩვენს ცნობიერებაში? ალბათ, ის, თუ რამდენად გასაგებად გვაწვდის თავის სათქმელს. თავიდან ყალიბდება ბრენდის არსი, მისი ისტორია – ვინ არის იგი? ბრენდებს, რომლებმაც დიდი ხანია, დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი, ეს მთავარი სათქმელი ნათქვამი აქვთ მომხმარებლისთვის. ბრენდის ისტორია მხოლოდ მარკეტინგული ფასეულობა არ არის, იგი მისი განვლილი გზა და მომავალი ხედვაა, რაც მისი ყოველდღიური საქმიანობის ამომავალი წერტილია და მასში  გაერთიანებულია კომპანიის  ყველა მიმართულება.

როდესაც მთავარი გზავნილი უკვე ნათქვამია, ბრენდი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი განაგრძობს ზრდასა და განვითარებას, განსაზღვრავს ბაზარს, ამავდროულად, მიჰყვება მომხმარებლის ხმას. ეს არის მუდმივი დიალოგი ბრენდსა და მომხმარებელს შორის, რომლისთვისაც მომხმარებლის სურვილები და საჭიროებები ბრენდმა ყოველთვის ზუსტად იცის.

„სილქნეტის“ ბრენდის ისტორიამ სწორედ ეს გზა განვლო. ათწლიანი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ფორმით უთქვამს თავისი მთავარი სათქმელი მომხმარებლისთვის. იყო ორი ბრენდის შერწყმა და განახლებული „სილქნეტის“ ბრენდი. დღეს კი ახალი ეტაპია, დაიწყო ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც „სილქნეტის“ ბრენდი თავის მთავარ სათქმელს განახლებული გზავნილით მიაწვდის მომხმარებელს. ტექნოლოგიები, როგორც ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილი მუდმივ ცვლილებასა და განვითარებას განიცდის. სიახლეების გარეშე ტექნოლოგიები არ იარსებებს. რა არის ახალი – ამ კითხვაში, ერთი მხრივ, ახალი არაფერია „სილქნეტისთვის“, თითქმის ყოველდღე რაღაც ახალია: ახალი შეთავაზებები, აქციები, პაკეტები და ახალი პროდუქტები. დღევანდელი ცხოვრების რიტმივით სწრაფად იბადება ეს სიახლეები და ერთი შეხედვით, თითქოს ქაოსს ქმნის.

„სილქნეტის“ ახალი საკომუნიკაცო პლატფორმა არის გზავნილი, რომელიც ამ სიახლეებს ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს, თავს მოუყრის „სილქნეტის“ მიერ დანერგილ ყველა ახალ პროდუქტს, მომსახურებასა თუ შეთავაზებას ერთი კითხვით: „რა არის ახალი“, რომელზეც მუდამ აქვს პასუხი.

ასე გრძელდება ბრენდისა და მისი მომხმარებლის დიალოგი. ეს დიალოგი, ამჯერად, „სილქნეტმა“ თავისი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარმოადგინა, ასე მარტივად, ერთი კითხვით – „რა არის ახალი“?

გსურს მოირგო ინოვაციები, უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და გესმოდეს, სად გადის ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზღვარი? შეგიძლია, ჰკითხო „სილქნეტს“: რა არის ახალი? პასუხიც არ დააყოვნებს. „სილქნეტი“ პასუხს ტექნოლოგიური სიხალეებით გაგცემს და გაძლევს საშუალებას, შეუფერხებლად მიიღო ყველა ის სიახლე, რომელიც გჭირდება, რომ უფრო მეტი შეძლო.

ახალი სარეკლამო პლატფორმის ფარგლებში, კომპანიამ პირველი პასუხი კითხვაზე „რა არის ახალი“ სუპერ სწრაფი ინტერნეტის – გიგაბიტ ელტეი ტექნოლოგიის დანერგვით გასცა.

ახალი სარეკლამო რგოლიც ამ კითხვაზე გაცემული პასუხია:

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=2669353619984701″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]

 

პლატფორმასა და გიგაბიტ LTE სარეკლამო კამპანიაზე სილქნეტმა სააგენტო Metro-სთან ერთად იმუშავა, რამდენიმე თვის განმავლობაში. მანამდე, ჩატარდა ბრენდის საიმიჯო კვლევა, მთელი საქართველოსმ ასშტაბით, გამოიხატა ბრენდის პოზიცია და პრიორიტეტები. შემდეგ კი შედეგების საფუძველზე აქტიური მუშაობა დაიწყო სააგენტოსთან ერთად. „სილქნეტს“ ჰქონდა მყარი კონკურენტული პოზიცია როგორც დინამიკურ და ინოვაციურ ბრენდს

გვქონდა მესიჯების  სხვადასხვა ვარიანტი. საბოლოო მესიჯი ბევრი ფიქრისა და რამდენიმე რაუნდის შემდეგ შეირჩა, როგორც საუკეთესო. ამის შემდეგ დავიწყეთ პირველ კამპანიაზე მუშაობა, – ამბობს ბაჩო ჩინჩალაძე, „სილქნეტის“ კომერციული დირექტორი.

კლიენტი: სილქნეტი

სააგენტო: JWT Metro

კრეატიული დირექტორი: ეკა ყიფიანი, გიო ქვლივიძე

სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია

სტრატეგი: ქეთი ორაგველიძე

ექაუნთ მენეჯერი: ანი გვათუა, სანდრო გოგოლაძე

არტ დირექტორი: გიო მაღრაძე, ნუცა ტოგონიძე, დანტე, ხატია არველაძე,

დიზაინერი: სანდრო ლალიაშვილი

სიონიორ ქოფირაითერი: ლაშა შრუტე მილორავა

გადამღები კომპანია: Metro Production

რეჟისორი: დათო ბორჩხაძე

ოპერატორი: გოგა დევდარიანი

მხატვარი: დათო ჭყოიძე

კოსტიუმების მხატვარი: ანკა გაბუნია

ქასთინგ მენეჯერი: თინა ხიზანიშვილი

მხატვრის ასისტენტები: ნათია გურაბანიძე, ზაზა გოგორიშვილი

გრიმი: სალომე ზაქარაია

აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

წარმოების უფროსი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: თამარ თვარაძე

რეჟისორის ასისტენტი: სოფო ფარჯიანი

ბიდინგ პროდიუსერი: მაშო თევდორაშვილი

პროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია

ტექნიკური დირექტორი: გურამ მოსიკაშვილი

ტრანსპორტის მენეჯერი: დავით მაღლაკელიძე, დათო ფერაძე

პროდაქშენ კორდინატორი: მერაბ როსტომაშვილი

სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე

ჰელფერი: გიორგი ნინიკაშვილი

ფოკუს ფულერი: ირაკლი დურუ ჟღენტი

კამერის ტექნიკოსი: გურამ მოსიკაშვილი

ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი

გაფერი: თენგო კასრაძე

დეკორაცია: კინო ფაბრიკა

მეიქინგ ოფი: ვაკო კილაძე

პოსტ პროდაქშენი

პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

ხმის დიზაინი: ნიკა ცინცაძე

ფერის კორექცია: ლევან კუხაშვილი

გრაფიკა: ირაკლი ზურაბიშვილი

[R]

3 სპექტაკლი, რომელიც ვაკის პარკის ღია კინოთეატრში უნდა ნახო – 28-30 ივლისი

კიდევ ერთი წელი გამარჯვებამდე! – adidas-ის კამპანია