ChatGPT — ეს არის OpenAI-ის ახალი სისტემა, რომელსაც პროგრამირების ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს. ის ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია და მას რეალურ დროში ადამიანების მსგავსი პასუხების გენერირება შეუძლია.
აღნიშნული მოდელის იდეა პირველად OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილია სუცკევერს გაუჩნდა — მას სურდა, შეექმნა სისტემა, რომელსაც ბუნებრივ სასაუბრო ენაზე კომუნიკაცია და კონტექსტის გაგება შეეძლებოდა. ChatGPT-ის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი კი მისი ბეტა გამოშვება იყო, 2020 წლის აპრილში. მას შემდეგ კი დეველოპერებმა სათანადოდ იზრუნეს, რომ მოდელი მარტივი გამოსაყენებელი და ინტუიციური ყოფილიყო. სწორედ ამის შედეგია სისტემა, რომელსაც ჩვენი ენის გაგება და ადამიანური პასუხების გაცემა შეუძლია.
ცხადია, კომპანია არ გაჩერებულა და დეველოპერების გუნდი გამუდმებით მუშაობს სისტემის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, უახლესი განახლება კონტექსტური ფუნქციის ამოქმედებას მოიცავს — ის ჩეთბოტს საშუალებას აძლევს, დაიმახსოვროს საუბრის კონტექსტი და მეტად შესაბამისი პასუხები შექმნას. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ბუნებრივი კომუნიკაციის მთავარი გასაღებია.
„სრულყოფილი შედეგის მისაღებად, შედარებითი მონაცემების შეგროვება დაგვჭირდა, რომელიც ორი ან მეტი მოდელის პასუხებისგან შედგებოდა. ამ მონაცემების შესაგროვებლად, AI ტრენერსა და ჩეთბოტს შორის არსებული მიმოწერა გამოვიყენეთ. შემდეგ კი შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიეთ მოდელის მიერ დაწერილი პასუხი და რამდენიმე ალტერნატიული ვერსია წარმოვადგინეთ“, — განმარტავს კომპანია.
გარდა ამისა, დეველოპერებმა ყურადღება გაამახვილეს მოდელის სიზუსტის გაუმჯობესებაზე. ეს მოიცავს ბუნებრივი ენის მოდელის უკეთ გაგებას. ამ ყველაფრის ფონზე, ChatGPT-ის მომავალი ძალიან ნათელია. როგორც ჩანს, მის გუნდს ამბიციური გეგმები აქვს მოდელის შემდგომი გაუმჯობესებისა და მისი შესაძლებლობების გაფართოებისთვის. ეს მოიცავს უფრო მოწინავე ფუნქციების დანერგვას, როგორიცაა მანქანური სწავლება და ბუნებრივი ენის დამუშავება.
ChatGPT-ის პოტენციური აპლიკაციები თითქმის უსაზღვროა
მომხმარებელთა მომსახურების ჩეთბოტებით დაწყებული, პერსონალური ასისტენტებით დამთავრებული, ChatGPT-ს აქვს პოტენციალი, სრული რევოლუცია მოახდინოს კომპიუტერებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დეველოპერების გუნდი დარწმუნებულია, რომ მომავალში მოდელი გააგრძელებს გაუმჯობესებას და კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
უაღრესად ზუსტი ბუნებრივი ენის დამუშავების მოდელით, დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან ძლიერი ჩეთბოტები, რომლებისთვისაც კონტექსტის გაგება და ადამიანის მსგავსი პასუხების გენერირება განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მთლიანობაში, ChatGPT-ის პოტენციური აპლიკაციებით, პროგრამირების ინდუსტრია აუცილებლად გარდაიქმნება უახლოეს წლებში.
საგულისხმოა, რომ ChatGPT ამ დროისთვის მხარს უჭერს JavaScript-ის, Python-ისა და Java პროგრამირების ენებს. ამასთან, ის WordPress API-ისთვისაც მუშაობს.
ამჟამად დეველოპერული გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მოდელი მაქსიმალურად ზუსტი იყოს და გააფართოოს მისი შესაძლებლობები. საბოლოოდ კი, ChatGPT-ის პოტენციური აპლიკაციებით, პროგრამირების ინდუსტრია აუცილებლად გარდაიქმნება უახლოეს წლებში.
სხვა საკითხია, რამდენად მოგვწონს ან რა შიშებს გვიჩენს მსგავსი მოდელის არსებობა ადამიანებს…