ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ბევრ რაიმეს გვთავაზობს ყურადღების გასაფანტავად და ჩვენს უნარსაც ამცირებს, ვიგრძნოთ და ვიცხოვროთ მიზანმიმართულად. ფოკუსის პოვნა კი იმას ნიშნავს, თუ როგორ უნდა დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, იმის განსაზღვრას, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა მაინც რა არის ან როგორ უნდა ვფოკუსირდეთ? ამ კითხვას მოდით, ახლა ერთად ვუპასუხოთ:
1. ფოკუსირება რაღაცაზე ყურადღების იძულებით მიქცევას არ ნიშნავს
უფრო მეტად ეს ყურადღების გასამახვილებლად შესაბამისი პირობების შექმნას ეხება. ფოკუსს კი კუნთივით ვექცევით და მის გაძლიერებაზე ვზრუნავთ, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. უფრო მეტად სუნთქვას ჰგავს… ყურადღების მობილიზება მხოლოდ სურვილს კი არა, შესაბამის გარემოპირობებს შეეხება. საქმე არეულობის გონებრივად, ფიზიკურად და ემოციურად გასუფთავებაშია, რათა თქვენმა ყურადღების უნარმა საბოლოოდ შეძლოს ამოსუნთქვა.
2. ჩვენ მიდრეკილნი ვართ დისკომფორტის თავიდან არიდებისკენ
გულწრფელები რომ ვიყოთ, არცერთი ჩვენგანი ვიღებთ ტელეფონს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, უფრო მეტად იმისთვის ვიყენებთ, რომ მოწყენილობას გავექცეთ – ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ელექტროშოკს ამჯობინებენ საკუთარ ფიქრებთან განმარტოებას. თუმცა თუ ფოკუსირების უნარის დაბრუნება გვინდა, ცვლილებები დისკომფორტის მიღებით უნდა დავიწყოთ.
3. გახსოვთ, რა შეგრძნებებს უკავშირდება ფოკუსირება?
ფოკუსირებას უფრო მეტად მენტალური მდგომარეობასავით ვუყურებთ, რაღაც ამოცანად და სტრატეგიად ვთვლით, როცა რეალური ფოკუსი მდგომარეობაა. შეგრძნებაა, რომელშიც იმყოფებით, თავს მშვიდად, მაგრამ ცოცხლად გრძნობთ. საქმე კი იმაშია, რომ იმდენად ვართ მოცული სხვადასხვა სიგნალებით, რომ ამ შეგრძნებას ვეღარც ვამჩნევთ…
სწორედ ამიტომ შექმნა ქცევითმა მეცნიერმა ზელანა მონტმინიმ The Focus Baseline — პროცესში გიდის როლს ასრულებს და გეხმარებათ შინაგან სიცხადესთან ხელახლა დაკავშირებაში, იმის გაანალიზებაში, რომ აწმყოს შეგრძნება მხოლოდ ტვინით კი არა, სხეულითაც ხდება. ასე კი კომპასის როლს ირგებს ხმაურში, ქაოსსა თუ დაძაბულობაში.
4. არ არსებობს სიცხადე მწუხარების გარეშე
ჩვენი გაფანტულობის მიღმა დაფარული მწარე სიმართლეა: როცა საბოლოოდ ტემპის შენელებას ვახერხებთ, ტელეფონსაც ვდებთ და ეკრანსაც ვშორდებით, სიმშვიდე ისადგურებს, რა დროსაც მწუხარებისა და დანაკარგის შეგრძნებები ჩნდება. მწუხარება იმის გამო, თუ რამდენ ხანს ვიყავით ავტომატურ რეჟიმში, ხოლო დანაკარგი იმის გამო, თუ რამდენი რამ გამოვტოვეთ ან არ ვაგრძნობინეთ საკუთარ თავს. ფოკუსირება კი ამ ყველაფრისგან გაქცევას სულაც არ გვთხოვს, პირიქით, მასთან თანაცხოვრებას გვასწავლის, ქმნის სივრცეს რაღაც რეალურისთვის, რა დროსაც ჩვენს ყურადღებასა თუ ფოკუსთან ხელახლა დაკავშირება შეგვიძლია.
5. ფოკუსირება გრძნობების დათრგუნვის გარეშე
მართალია, გვასწავლეს, რომ ფოკუსირება კონტროლს ნიშნავს, მაგრამ ყველაზე ძლიერი ადამიანები სულაც არ არიან ისინი, ვინც საქმეების გასაკონტროლებლად საკუთარ გრძნობებს თრგუნავენ. პირიქით, მათ იციან, როგორ შეინარჩუნონ სიცხადე და თანაგრძობა ისე, რომ არც თავიანთი გრძნობები უგულებელყონ. რეალურად კონტროლი კი არა, თანმიმდევრულობა გვჭირდება — ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რეგულირების შენარჩუნება ზეწოლის ქვეშ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანებად დარჩენა სტრესის ქვეშ, არიან ისინი, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან.
ამგვარად, თუ ყურადღება გაფანტული გაქვთ ან გონება დაბინდული, იცოდეთ, რომ არც მარტო ხართ. ეს ყველა ჩვენგანს ემართება და ბუნებრივი პასუხია სწრაფად მავალ სამყაროში. თუმცა სხვა გზაც არსებობს — არც ყურადღების გადატანა გჭირდებათ ოთახში ყველაზე ხმაურიან რამეზე და არც პროდუქტიულობა მოგეთხოვებათ, როცა თავს ცუდად გრძნობთ, სრულიად განსხვავებული რიტმი შეგიძლიათ, შექმნათ, რომელიც რაღაცების დევნაზე მეტად, სახლში დაბრუნებას ჰგავს. გახსოვდეთ, რომ როდესაც შინაგან და გარე ხმაურს ჩაახშობთ და საკუთარ ცხოვრებას დაუბრუნდებით, ძალიან ბევრი რამ გახდება შესაძლებელი.












