ბევრ ადამიანს კონკრეტულ საკითხთან თუ მომენტთან დაკავშირებით, ცრუ მოგონება აქვს. ეს ფენომენი ხშირად გვხვდება სიმბოლოების, ლოგოებისა და ციტატების შემთხვევაშიც. ზოგიერთი კულტურული საკითხის ირგვლივ შექმნილ სერთო ცრუ მოგონების ფენომენს კი „მანდელად ვიზუალურ ეფექტს“ უწოდებენ.
ადამიანებს უკვირთ, როცა იგებენ, რომ ისინი ერთსა და იმავე ცრუ მოგონებებს იზიარებენ — მათი რწმენით, ყველაფერი, რაც ავიწყდებათ და ამახსოვრდებათ, სუბიექტურია და მხოლოდ პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული… თუმცა ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვენ ყველას ერთი და იმავე სურათები გვახსოვს თუ გავიწყდება — მიუხედავად ინდივიდუალური გამოცდილების მრავალფეროვნებისა.
რა არის მანდელას ეფექტი?
ტერმინი „მანდელას ეფექტი“ გამოიგონა ფიონა ბრუმმა, რათა თავისი ყალბი მოგონებები აღეწერა სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ნელსონ მანდელაზე, რომელიც 1980-იან წლებში გარდაიცვალა. მან გააცნობიერა, რომ ბევრი სხვა ადამიანიც იზიარებდა ამ ცრუ მოგონებებს და ამიტომაც, დაწერა სტატია, რომელიც ცრუ მოგონებებს შეიცავდა.
მას შემდეგ მანდელას ეფექტის მაგალითები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში. მათ შორისაა ისეთი პერსონაჟი, როგორიცაა C-3PO ვარსკვლავური ომებიდან — ბევრს არასწორად ახსოვს, რომ რობოტს ორივე ფეხი ოქროსი აქვს, სინამდვილეში ერთი ვერცხლისაა.
გარდა ამისა, მანდელას ეფექტი ერთგვარ „საკვებად“ იქცა შეთქმულების თეორეტიკოსებისთვის — ცრუ მოგონებები იმდენად ძლიერი და სპეციფიკურია, რომ ზოგიერთი ადამიანი მათ ალტერნატიული განზომილების არსებობის მტკიცებულებად მიიჩნევს. ამის გამო მეცნიერულმა კვლევებმა მხოლოდ მანდელას ეფექტი შეისწავლა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ ვრცელდება ინტერნეტში შეთქმულების თეორიები. ხოლო მანდელას ეფექტზე, როგორც მეხსიერების ფენომენზე, ამ დრომდე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.
მაგრამ იმის გაგება, თუ რატომ იწვევს ეს ვიზუალები ასეთ სპეციფიკურ ცრუ მოგონებებს, დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, როგორ იქმნება ცრუ მოგონებები.
სანდო ცრუ მეხსიერების ფენომენი
იმის დასანახად, მართლა არსებობს თუ არა მანდელას ვიზუალური ეფექტი, მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც ადამიანებს ერთი და იმავე ვიზუალის სამი ვერსია წარუდგინეს. შედეგებმა კი საკმაოდ დრამატული მონაცემები გამოავლინა: მონაწილეების მხოლოდ 33% აკეთებდა სწორ არჩევანს. შვიდი სურათიდან ადამიანები მუდმივად ერთსა და იმავე მცდარ ვერსიას ასახელებდნენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ძალიან დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ არჩევანში და კარგად იცნობდნენ ამ ვიზუალებს…
ეს აშკარა მტკიცებულებაა იმ ფენომენისა, რომელზეც ადამიანები ინტერნეტში წლების განმავლობაში საუბრობენ: მანდელას ვიზუალური ეფექტი არის მეხსიერების რეალური და მუდმივი შეცდომა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ცრუ მეხსიერების ეფექტი წარმოუდგენლად ძლიერი იყო მეხსიერების ტესტირების სხვადასხვა მეთოდით. მაშინაც კი, როდესაც ხალხმა სწორი ვერსიები ნახა, რამდენიმე წუთის შემდეგ მათ მაინც არასწორი ვარიანტები აირჩიეს.
არ არსებობს უნივერსალური მიზეზი
როგორც ირკვევა, ვიზუალური მახასიათებლები, როგორიცაა ფერი და სიკაშკაშე, ვერ ხსნის ამ ეფექტის მიზეზს. მეცნიერები მონაწილეთა მაუსის მოძრაობას აკვირდებოდნენ, როდესაც ისინი კომპიუტერში ფოტოებს ათვალიერებდნენ. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები პირდაპირ უყურებდნენ გამოსახულების სწორ ნაწილს, ისინი მაინც ყალბ ვერსიას ირჩევდნენ. ამასთანავე, აღმოაჩინეს, რომ ვიზუალების უმრავლესობისთვის ნაკლებად სავარაუდო იყო ექსპერიმენტამდე არასწორი ვერსიების ნახვა და მათი დამახსოვრებას.
შესაძლოა, ერთი უნივერსალური მიზეზი არ არსებობდეს. სხვადასხვა სურათი მანდელას ვიზუალურ ეფექტს ერთმანეთისგან განსხვავებული მიზეზით იწვევს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაკავშირებული იყოს გამოსახულების წინასწარ მოლოდინებთან, ზოგიერთი — წინა ვიზუალურ გამოცდილებასთან, ზოგი კი, რაღაც სრულიად განსხვავებულთან. მაგალითად, ექსპერიმენტის ფარგლებში ცდისპირები უმეტესწილად C-3PO-ს მხოლოდ ზედა ტანს ხედავდნენ. არასწორად დამახსოვრებული ოქროს ფეხი შეიძლება იყოს მათი წინა ცოდნის გამოყენების შედეგი — როგორც წესი, სხეულები ერთ ფერშია, ხარვეზის შესავსებად.
თუმცა ის ფაქტი, რომ ყალბი მეხსიერების თანმიმდევრულობას ვავლენთ, ვარაუდობს, რომ ზოგიერთი რამ, რაც ცრუ მეხსიერებას იწვევს, დამოკიდებულია ჩვენს გარემოზე და არა — სამყაროს სუბიექტურ აღქმაზე.