in

რა არის OSI და როგორ უნდა გამოიყენონ ის მარკეტერებმა

დღევანდელი მარკეტინგული გუნდები ათობით პლატფორმას იყენებენ: CRM, ელფოსტა, სოციალური მედია, ანალიტიკა, პერსონალიზაციის სისტემები და სხვა. თითოეული სისტემა ქმნის ღირებულ მონაცემებს მომხმარებლებისა და კამპანიების შესახებ, თუმცა ძალიან ხშირად ეს ინფორმაცია არასრულყოფილი ან გაფანტულია. შედეგად ვიღებთ არათანმიმდევრულ სამუშაო პროცესს, ძალისხმევის გაორმაგებასა და შეზღუდულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზას გადის მომხმარებელი თქვენს პროდუქტამდე. 

ღია სემანტიკური ურთიერთგაცვლა, იგივე Open Semantic Interchange (OSI), არის ახალშემოღებული სტანდარტი, რომელიც გვპირდება ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას. ის შექმნილია, როგორც მონაცემთა ღია ჩარჩო და მიზნად ისახავს მონაცემთა გაცვლის შეუფერხებელ, გამჭვირვალე და სემანტიკურ თანმიმდევრულობას სხვადასხვა პლატფორმაზე. ხშირად მას HTML-ს ადარებენ, რომელმაც ვების სტანდარტი დაამყარა. OSI-ს მიზანია მარკეტინგული ტექნოლოგიების ურთიერთობის სტანდარტიზაცია.

რა არის OSI

არის კონცეფცია ან ჩარჩო, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სისტემას, პლატფორმას ან ორგანიზაციას შორის მონაცემთა შინაარსიანი და შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად საერთო სემანტიკის გამოყენებით. მას გადააქვს არა მხოლოდ ნედლი მონაცემები, არამედ კონტექსტური მნიშვნელობა. მაგალითად, მომხმარებლის ID-ს სახელით მონიშნული ველის უბრალოდ გადაცემის ნაცვლად, OSI ნათლად განმარტავს, თუ რას წარმოადგენს ეს იდენტიფიკატორი, როგორ უკავშირდება ის სხვა მონაცემთა წერტილებს (მაგ., ტრანზაქციები, ჩართულობის ისტორია) და როგორ უნდა იქნეს გაგებული.

OSI-ს ძირითადი მახასიათებლებია: ღია კოდი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი ინტეგრაცია შეზღუდვების გარეშე; სემანტიკურ შრეებად დაყოფა, დიზაინის თავსებადობა, გაფართოების შესაძლებლობა, ანუ OSI-ს შეუძლია ახალი მარკეტინგული არხების დამატება.

რატომ სჭირდება მარკეტინგს OSI-ს მსგავსი სტანდარტი

მარკეტინგის გუნდები მონაცემების კუთხით სამ ძირითად გამოწვევას აწყდებიან:

  • მონაცემები იზოლირებულია პლატფორმებზე (CRM, ელექტრონული ფოსტის სერვისის პროვაიდერები, ვებანალიტიკა და სხვა);
  • სხვადასხვა პლატფორმა ერთსა და იმავე კონცეფციას სხვადასხვაგვარად განმარტავს – მაგალითად, „კონვერტაცია“ შეიძლება ერთ სისტემაში შენაძენს ნიშნავდეს და მეორეში ფორმის შევსებას;
  • შუალედური პროგრამული ინსტრუმენტები, API-ები და CDP-ები, ეხმარება, მაგრამ არ ჭრის კომპანიის მარკეტინგულ პრობლემებს. OSI უზრუნველყოფს საერთო საფუძველს, რომელსაც შეუძლია, ყველა ეს ინსტრუმენტი უფრო ეფექტური გახადოს.

მაინც რა პრობლემებს აგვარებს OSI

უფრო მარტივი ინტეგრაციები – კომპანიებს შეუძლიათ OSI-ს სხვა მრავალ სისტემასთან შეუფერხებლად ინტეგრირება. ეს ამცირებს ხარჯებსაც და აუმჯობესებს პროცესებს;

მომხმარებლის ერთიანი ხედვა მძიმე ძალისხმევის გარეშე – OSI-თან თავსებადი სისტემებით, მომხმარებლის 360-ის შექმნა უფრო ადვილი ხდება. ელფოსტის კამპანიებიდან, ვებანალიტიკიდან და CRM სისტემებიდან მიღებული მონაცემები შეიძლება გაერთიანდეს ყოველგვარი ზედმეტი ტექნიკური დაძაბულობის გარეშე;

IT-ზე დამოკიდებულების შემცირება – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან მარკეტინგის გუნდები ხშირად ეყრდნობიან IT ან გარე კონსულტანტებს მონაცემთა შეუსაბამობების შესასწორებლად. OSI-ს საშუალებით, ეს ბარიერი მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მარკეტინგული ოპერაციების სპეციალისტებს, ფოკუსირება მოახდინონ ინფორმაციებზე და თავი არ იგრძნონ პრესის ქვეშ;

მომავლისთვის მზადყოფნა: მომხმარებლის მოლოდინის ცვლილებისა და რეგულაციების განვითარების კვალდაკვალ, OSI-ს დანერგვა ეხმარება ორგანიზაციებს, შეინარჩუნონ მოქნილობა და შესაბამისობა.

უფრო ფართო სურათი: მარკეტინგის მიღმა

მიუხედავად იმისა, რომ OSI მარკეტინგული ტექნოლოგიების სტანდარტად არის წარმოდგენილი, მისი შედეგები მარკეტინგის მიღმა ვრცელდება. ის შეიძლება გამოიყენონ გაყიდვებმა, მომხმარებელთა მომსახურებამ, პროდუქტის შემუშავების გუნდმა და ფინანსებმაც. ამ გაგებით, OSI არის არა მარკეტინგული, არამედ ბიზნესთან თავსებადობის სტანდარტი, რომელსაც მარკეტინგის განყოფილება ნერგავს კომპანიაში.

წლის ტოპ კადრები კომერციულ ფოტოგრაფიაში — 2025 Spotlight Awards

ზამთარი მოდის — Game of Thrones-ის სმარტფონი გზაშია!