19
Nov
2015

რა არის პირველი ინტერვიუ?

19 Nov 2015

გუნდის წევრის შერჩევა – დაქირავების პროცესში პირველი ინტერვიუ გავრცელებული და აუცილებელი ეტაპია. ესაა კომპანიისთვის და კანდიდატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის დროსაც HR მენეჯერი  ამბობს, რომ კანდიდატი გაიცნო და მისი კომპანიისთვის შესაფერისია, ხოლო კანდიდატი კი აზუსტებს მოლოდინებს თუ რა იქნება მისი სამუშაო და იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება. როგორც წესი, პირველ ინტერვიუს მოსდევს მეორე ინტერვიუ კანდიდატის მომავალ მენეჯერთან და სწორედ მეორე ინტერვიუზე მისასვლელად, გვჭირდება რომ პირველი ინტერვიუ წარმატებით დავასრულოთ.

პირველი ინტერვიუ ხანმოკლეა და ნაკლებად უფრო სრულყოფილი, ვიდრე მეორე. თუმცა   “კანდიდატი შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს” გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ ეტაპზე ხდება. როგორც წესი, პირველ ინტერვიუს კომპანიის რეკრუტერი (იგივე რეკრუტინგის მენეჯერი) უძღვება და მისი კითხვები მიმართულია კანდიდატის ზოგადი ცოდნის, გამოცდილების მიმოხილვის, უნარების შეფასებასა და კანდიდატის მოტივაციის დადგენაზე. პირველ ინტერვიუს უამრავი კანდიდატი ჰყავს, რომლის დასრულების   შემდეგ, რეკრუტერი მენეჯერს გადასცემს ვაკანსიისა და კომპანიისთვის შესაბამისი კანდიდატების მოკლე სიას.

გუნდის წევრის შერჩევისას ზოგი კომპანია მხოლოდ ერთ ინტერვიუს მიმართავს, ამ დროს პირველი ინტერვიუს ხანგრძლივობა, შინაარსი და ინტერვიუს მონაწილეები განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, პირველი ინტერვიუ შერჩევის ერთადერთი თუ ერთერთი პროცესია, მისთვის მომზადება მნიშვნელოვანია და ინტერვიუს ეთიკის დაცვაც სჭირდება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღებით მოვუსმინოთ რეკრუტერის სატელეფონო ზარს და ჩავიწეროთ მისამართი, ინტერვიუს დრო და თარიღი. თუ რეკრუტერის ზარმა ქუჩაში ან ტრანსპორტში მოგისწროთ, აუცილებლად უნდა მოუბოდიშოთ რომ ვერ ახერხებთ საუბარს და დაპირდეთ, რომ დაურეკავთ. აუცილებელია ჩაიწეროთ დროც და მისამართიც და გასაუბრებამდე 10 წუთით ადრე არ დაურეკოთ რეკტურს მისამართის დასაზუსტებლად. გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი ქმედება და პასუხი რეკრუტერის მეხსიერებაში მარტივად რჩება და პირველ, არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის.

first interview_finalთუ გაგვიანდებათ ინტერვიუზე, აუცილებლად უნდა დაურეკოთ რეკრუტერს, მოუხადოთ ბოდიში, აუხსნათ დაგვიანების მიზეზი და სთხოვოთ ინტერვიუს გადატანა მისთვის ხელსაყრელ პერიოდში;

უნდა მოვეკიდოთ  სერიოზულად.  ზოგი კანდიდატი დიდ დროს არ ხარჯავს რეკრუტერთან შეხვედრისთვის მომზადებაზე, რადგან ფიქრობს, რომ პირველი ინტერვიუ მარტივია და საკუთარი უნარების წარმოჩენასაც დიდი დრო არ დასჭირდება. ეს მცდარია, ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს შესახებ.

შევისწავლოთ კომპანია.  ინტერვიუსათვის მოსამზადებლად აუცილებლად უნდა გადავხედოთ ვაკანსიას და კომპანიის ისტორიას კომპანიის ვებგვერდზე. ეს დაგვეხმარება კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნაში, რაც თავის მხრივ გაგვიმარტივებს ვაკანსიისა  და კომპანიის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემასაც. ინტერვიუსთვის მომზადებული კანდიდატი რეკრუტერის შეფასებაზე დადებით გავლენას ახდენს. თუმცა, ისეთი სტანდარტული ფრაზები, როგორიცაა “თქვენი კომპანია წარმატებულია”, “ვაკანსია საინტერესოა და ვფიქრობ შევესაბამები თქვენს მოთხოვნებს”  აღარ უნდა გამოვიყენოთ. მოვძებნოთ კომპანიაზე დეტალური ინფორმაცია და ამოვარჩიოთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია და სწორედ ამ ინფორმაციაზე ვესაუბროთ რეკრუტერს- ეს შთამბეჭდავი ქცევაა და საინტერესოც.

მოვამზადოთ შესაძლო კითხვებზე შესაძლო პასუხები.  კომპანიის შესწავლასთან ერთად, უნდა გავივარჯიშოთ ინტერვიუს კითხვებზე პასუხის გაცემაში. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ გასაგებად გადმოვცეთ ჩვენი აზრი. გამართული წინადადების “აწყობა”, აზრის გასაგებად გადმოცემა და საუბარი სლენგის გარეშე, არც თუ ისე იოლი გახდა, ამიტომ გავარჯიშება კიდევ ერთხელ დაგეხმარებათ საკუთარი უნარების (თუნდაც კომუნიკაციის უნარის) წარმოჩენაში.

ვაჩვენოთ ენთუზიაზმი. ინტერვიუს დაწყებისთანავე ჩვენგან უნდა  იგძნობოდეს კომპანიისა თუ საქმისადმი ენთუზიაზმი. ვინაიდან პირველ ინტერვიუზე უამრავი კანდიდატია, რეკრუტერი ჩვენს გარდა აუცილებლად გაესაუბრება სხვა კანდიდატებსაც, ამიტომ უნდა შევძლოთ ვიყოთ გამორჩეულები. სამუშაოს მიღების სურვილის გამოხატვა სტანდარტული ფრაზებით არაეფექტურია, უმჯობესია გულწრფელად ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ გვინდა მუშაობის დაწყება და კონკრეტულად ის ვაკანსია და კომპანია, სადაც მიგვიწვიეს და ინტერვიუს პროცესში ვართ.

HR მენეჯერები ხშირად საუბრობენ, რომ კანდიდატები თანმხდებიან მათთან შეხვედრას, მაგრამ ინტერვიუსთვის აღარ მიდიან კომპანიაში. ეს ძალიან მძიმე შეცდომაა, რომელიც აუცილებლად ამახსოვრდებათ კომპანიაში. თუ დავკარგეთ ინტერესი ვაკანსიის მიმართ და აღარ ვაპირებთ რეკრუტერთან გასაუბრებაზე მისვლას, უმჯობესია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობოთ რეკრუტერს, დავურეკოთ და ვაცნობოთ, რომ ჩვენი ინტერესი შეიცვალა, მოვუხადოთ ბოდიში და გადავუხადოთ მადლობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თუ ქცევა- როდესაც ინტერვიუ დასრულდება, აუცილებელია რეკრუტერს მადლობა გადავუხადოთ იმისათვის, რომ გაეცნო ჩვენს CV, მიგვიწვია ინტერვიუზე    და გვესაუბრა, დაგვისვა კითხვები.  თავაზიანობა,  რეკრუტერის დროის და საქმის დაფასება კვლავ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ  შესაძლებელია რეკრუტერი ჩვენი მომავალი კოლეგაა,  კარგ თანამშრომლობას საფუძვლის შექმნა სჭირდება.

 

გისურვებთ წარმატებებს პირველ ინტერვიუზე!

 

 

განხილვა