in

„რა არის შენი დრაივი?“ – ნახეთ, როგორ შეიქმნა SOCAR-ის კამპანია

გიგრძვნიათ ენერგია, რომელსაც თავად უკარნახია, როგორ უნდა მოქცეულიყავით? თითქოს რაღაც გამწევი ძალა გვექაჩება სწორედ ასე მოვიქცეთ და არა სხვანაირად. ეს „დრაივი“ ყველა ჩვენგანშია და შეუძლებელია ვერ იგრძნო მისი გააქტიურება. „რა არის შენი დრაივი?“ – ამ მთავარი გზავნილით, SOCAR-მა, Postred Creative Studio-სთან ერთად, კამპანია შექმნა ქვებრენდ Drive-ისთვის. ვიდეორგოლი სხვადასხვა პროფესიის ადამიანის „დრაივზე“ გიამბობთ. ფონად კი გასდევს სპეციალურად კამპანიისთვის დაწერილი მუსიკა, რომელსაც FAKE ARTI$T ასრულებს. კამპანიის მუშაობისას, მთავარი შთაგონება სწორედ „დრაივი“ იქცა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც გაითვალისწინეს – სიმღერა აუცილებლად ქართული ტექსტით უნდა ყოფილიყო.

კამპანია შეიქმნა Sweeft Digital-თან და ფროდაქშენ კომპანია „კავკასიან ფილმთან“ თანამშრომლობით. საგანგებოდ შეირჩა შემოქმედებითი გუნდიც, რომელმაც სწორედ ის „დრაივი“ შემატა რგოლს, რისი მიტანაც მაყურებლამდე სურდათ. სანამ კრეატორები კამპანიის შექმნის დეტალებზე გვიამბობენ, კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი ვიდეორგოლს და გავიხსენოთ, რა არის ჩვენი „დრაივი“?

M: რა იყო პოსტრედ კრეატივ სტუდიოს მთავარი ამოცანა, კამპანიის ფარგლებში?

ლიზა რატიშვილი, არტ დირექტორი: „ჩვენთვის, როგორც ახალი მოთამაშეებისთვის კრეატიული კაპანიების მიმართულებით, მთავარი ამოცანა პირველივე პროექტიდან მაღალი თამასის დაჭერა და ხარისხიანი, დაუვიწყარი პროექტის შექმნა იყო. თავიდანვე გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი გუნდის ენთუზიაზმი, უსაზღვრო მონდომება და შესაძლებლობები.
ამისთვის ნამდვილად საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო და ვფიქრობთ, ჩვენმა მცდელობამ, შემოგვებიჯებინა კრეატიული კამპანიების ინდუსტრიაში, წარმატებით ჩაიარა. წინ კი, ვიმედოვნებთ, კიდევ ბევრი საინტერესო, საამაყო და დასამახსოვრებელი პროექტი გველოდება.

M: რატომ აირჩიეთ კამპანიისთვის მუსიკალური კომუნიკაცია?

ზვიად მღებრი, კრეატორი: ხმა და მუსიკა ჩვენი ძლიერი მხარეა. შესაბამისად, პირველი პროექტისთვის აუდიოზე დაფუძნებული კამპანიის გაკეთება გადავწყვიტეთ. მუსიკა ისეთი რამაა, რასაც შეუძლია გაუძლოს დროს და ძალიან დიდხანს იცოცხლოს, იმაზე დიდხანს ვიდრე კამპანიებმა.
მაქსიმალურად ვეცადეთ სიმღერაშიც და ტექსტშიცსოკარის“ მთავარი ღირებულებები და სათქმელი წამოგვეწია წინ და არ გაგვეკეთებინა აქცენტი პროდუქტის გაყიდვაზე. მუსიკა გავხადეთ თვითმყოფადი. მას აქვს საშუალება დაამახსოვრდეს მსმენელს და გააღვიძოს მათში „დრაივი“.

ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩვენთვის, პირველ რიგში, მუსიკა შეგვექმნა და მასზე აგვეწყო მთელი ვიზუალური მხარე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და შედეგად, ძალიან კარგი პროექტი მივიღეთ.

M: როგორ მიხვედით ბრიფის ამოხსნამდე და თქვენი „დრაივი“ რა იყო დავალებაზე მუშაობისას?

ბესო კაჭარავა, კრეატორი: თავდაპირველად, ჩვენი დავალება სოკარის ენერგეტიკულ სასმელ „დრაივს“ ეხებოდა, თუმცა ბრენდის ღირებულებების ჩაღრმავების შემდეგ, მკაფიო ბმა დავინახეთ ენერგეტიკულ სასმელს, სოკარის ბრენდსა და სიტყვა „დრაივს“ შორის. ასე გაჩნდა მთავარი კითხვა და კამპანიის გზავნილი „რა არის შენი დრაივი?“.

კამპანიაზე მუშაობისას ჩვენი „დრაივი“, რა თქმა უნდა, ახალ სირთულეებთან შეჭიდება და საინტერესო პროექტის შექმნა იყო. დიდი როლი დრაივიანმა მუსიკამ და იმ თითოეულმა ადამიანმა შეასრულა, რომელიც კამპანიის ფარგლებში ჩვენთან ერთად დიდი შემართებით და ენთუზიაზმით მუშაობდა.

M: რას მოიცავდა კამპანიის კონცეფცია – რა იყო მთავარი სათქმელი?

ბესო კაჭარავა: კამპანიის მთავარი სათქმელი ადამიანებში დრაივის აღმოჩენაა. ყველა ჩვენგანში არსებობს რაღაც შინაგანი ძალა, რომელიც მარცხით და დაბრკოლებებით სავსე გზის გავლისა და დიდ მწვერვალებთან მისვლის შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია, არ დავნებდეთ, ფარ-ხმალი არ დავყაროთ, გავყვეთ ჩვენს შინაგან ძალას, ჩვენს „დრაივს“ და წარმატებამდეც აუცილებლად მივალთ.

M: ვისაუბროთ უშუალოდ კომპოზიციაზე, რომელიც FAKE ARTI$T-მა შეასრულა – რას გამოხატავს ის?

ზვიად მღებრი: ბუნებრივია, მუსიკა, რომელსაც ჰქვია „რა არის შენი დრაივი?“ ამაღელვებელი, ტემპიანი და დრაივიანი უნდა ყოფილიყო. რთული ამოცანაა მსგავსი მუსიკა ყველას მოაწონო, ნამდვილად არ გვინდოდა ჩვენი სიმღერა მხოლოდ ექსტრემალური სპორტისა და მძიმე მუსიკის მოყვარულებისთვის ყოფილიყო, ამ ნაწარმოებით ნებისმიერ ადამიანში გვინდოდა გაგვეღვიძევინა მათი შინაგანი ენერგიისა და დრაივის შეგრძნება. ამის გამო მუსიკა უფრო ჰაეროვანი, მარტივად ასაკვიატებელი და დასამახსოვრებელი გავხადეთ. რთული ამოცანა იყო ქართულ ენაზე სიმღერის ტექსტის დაწერაც, რასაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი DRO-მ.

 

Credits:

Client: SOCAR Georgia Petroleum

Marketing Manager: Tornike Vasadze

Digital Marketing Team: Sweeft Digital . Software Development

Project Manager: Nino Kvaratskhelia

Creative Agency: Postred Creative Studio

Creative Duo: Beso Kacharava, Zviad Mgebry

Art Director: LizZa Ratishvili

Project Manager: Nino Bebua

Music and sound by: POSTRED

Artist: FAKE ARTI$T

Lyrics by: DRO

 

Production:

Director: Dima Chkheidze

DOP: Sandro Darakhvelidze

1st AD: Nuca Zangurashvili

Production Designer: Polina Rudchik

Production Designer Assistant: Sandro Nadareishvili

Costume Designer: Ika Bobokhidze

Costume Designer Assistant: Elene Gabilaia

MUA: Nanuka Lavrelashvili

Choreographer: Nina Gogua

Executive Producer: Vladimer Chikhradze

Production Manager: Dali Narimanidze

Focus Puller: Duru

Camera Assistant: Giviko Tukhareli

Playback: Nikoloz Ghoghoberidze

Gaffer: Giorgi Gogatishvili

Grip: Goga Chanturia

Light Department: Giorgi Marsagishvili, Akaki Kurdadze, Giorgi Gogbaidze, Beka Kharaishvili, Misha Ramishvili, Shalva Leluashvili, Bidzo Chinchaladze 

SFX: Ioseb Gvasalia

Editing on Set: Babi Jojua

Making of: Tornike Sekhniashvili

Actors: 

Dancer: Natia Bakuradze

MMA: Nina Revia

Racer:Mevlud Meladze, Nodo Kodua

Biker: Kotiko 

Drummer: Papuna Drummer

Guitarist: Zviad Mgebry

Skater: Giga Maisuradze

[R]

Young Lions Georgia 2022-ის Film კატეგორიაში ოქროს ჯილდო Redberry-ს გუნდს ერგო

გამოქვაბულში იდუმალი ნახატები აღმოაჩინეს