4
Feb
2019

როგორ უნდა ვუპასუხოთ გამსაუბრებლის კითხვას: „რა არის შენი მთავარი სისუსტე?“

4 Feb 2019

ყოველდღიურად, სამსახურის მილიონობით მაძიებელს უწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: „რა არის შენი მთავარი სისუსტე?“ და როგორც წესი, ბევრისთვის ინტერვიუს ეს ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე საძულველად მიაჩნია, რადგან არ იცის, რა უპასუხოს. რა ჯობს, გულწრფელობა, თუ სისუსტის დამალვა? – ჩვენი პასუხია გულწრფელობა, რომელსაც იმ უნარების განვითარება მოჰყვება, ჩვენში რომ ემოციურ ინტელექტს ზრდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სწორი პასუხი ის არაა, რომელიც გგონია…
ზოგიერთი „ექსპერტის“ აზრს თუ გავითვალისწინებთ, სწორი პასუხი, ამ შემთხვევაში, ჩვენი ძლიერი მხარის სისუსტედ წარმოჩენაა. მაგალითად, „პერფექციონისტი ვარ“, „ყოველთვის ზედმეტს ვმუშაობ“ და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რამდენი ასეთი პასუხი ექნება მოსმენილი გამსაუბრებელს… ამიტომ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან და სხვებთანაც მართალი იყო, დაფიქრდი და გულწრფელი პასუხი აირჩიე.

რატომ გულწრფელობა?
პირველ რიგში, საკუთარ თავთან გულწრფელად საუბარი ადამიანს თვითცნობიერებაში, საკუთარი თავის იდენტიფიცირებასა და გაგებაში ეხმარება. გასაუბრებამდე თუ ზოგადად, ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი კითხვა, რაც საკუთარ თავს უნდა დაუსვა არის: „რა არის ჩემი მთავარი სისუსტე?“ – თუმცა, ამის გარკვევა მარტივი პროცესი არ არის. საჭიროა ინტენსიური მუშაობა, დაკვირვება, კრიტიკული აზროვნება, სხვების ნეგატიური(ც) უკუკავშირი… თუმცა, მთავარია, ამაზე რეგულარულად ფიქრი – საკუთარი შეცდომების აღმოჩენა, აღიარება, საკუთარი თავის სხვისი პერსპექტივით დანახვა. მას შემდეგ კი, რაც სისუსტეების იდენტიფიცირებას შეძლებ, მისი აღმოფხვრის გზებსაც იპოვნი.

საილუსტრაციოდ, წარმოიდგინე, რომ თვითდაკვირვების შედეგად, აღმოაჩინე, რომ ხარ ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვებზე ზრუნავს, ყოველთვის ცდილობს, სხვას ასიამოვნოს, ოღონდაც, საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების უგულებელყოფით. შეგიძლია, კონკრეტულ სიტუაციებს, როდესაც შენმა ასეთმა საქციელმა გავნო, სპეციალური სახელიც კი დაარქვა. მაგალითად, იყიდე რაღაც პროდუქტი, რომელიც საერთოდ არ გჭირდებოდა, თუმცა იმის გამო, რომ გამყიდველის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალე, მისთვის სიამოვნების მინიჭება შენს რეალურ საჭიროებაზე პრიორიტეტულად მიიჩნიე.

როცა იცი, სად და როგორ უნდა ეძებო პრობლემა, მასთან გამკლავება, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია. ამჯერად, რას იზამდი, იმავე გაყიდვების აგენტს რომ შეხვედროდი, რომელიც რაღაცნაირად მოგეწონა? – ეტყოდი, რომ ცოტა დრო გჭრდება ფიქრისთვის, რომ სწორი, შენთვის სასარგებლო გადაწყვტილება მიიღო.

როცა სამსახურში გუნდს ხელმძღვანელობ და სხვების შექება, წახალისება დიდ სიამოვნებას განიჭებს, ამის საპირისპიროდ კი, გუნდის რომელიმე წევრის მიმართ კრიტიკული უკუკავშირის გაცემა ტრაგედიის ტოლფასია, დიდი შეცდომაა. შენ უსამართლოდ ექცევი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ გუნდს, როცა მათ სამართლიანი შეფასების მოსმენისა და შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას არ აძლევ.

როგორ ფიქრობ, ასეთი პასუხი რომ გასცე ინტერვიუერს, „ჩემი მთავარი სისუსტე ისაა, რომ მინდა, სხვებს ყოველთვის ვასიამოვნო. სამუშაო პროცესში კი, ეს ხელს მიშლის“… დაიმახსოვრებს, თუ არა ის შენს პასუხს? – გარანტიას გაძლევ, რომ კი.

ამიტომ, როცა გასაუბრებაზე გკითხავენ: „რა არის შენი მთავარი სისუსტე?“ – ისწავლე ამით შენს თავზე კიდევ უფრო ბევრი რამ. და გამოიყენე იმისთვის, რომ უკეთესი გახდე. აჩვენე, რომ იცნობ საკუთარ თავს, საკუთარ სისუსტეებს და ისიც იცი, როგორ უნდა ებრძოლო მათ.

წყარო: Inc



განხილვა