in

ველნეს ტურიზმი – მოგზაურობა შინაგანი ბალანსისკენ!

რა გვჭირდება, როცა ვამბობთ, რომ კარგი დასვენება გვინდა? ხშირად, ეს ძალების აღდგენასა და სასიცოცხლო ენერგიებით დამუხტვას გულისხმობს. მშვიდ გარემოში, სადაც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასიამოვნო აქტივობებით დავკავდებით, განვიტვირთებით და გავჯანსაღდებით. თანამედროვე ტემპების მქონე დატვირთულ სამყაროში შინაგანი ბალანსის შენარჩუნება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. გამაჯანსაღებელი ტურიზმის გაჩენაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. მოკლე დროში, ველნეს ტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. მოგზაურობის მოყვარულებისთვის ესაა საშუალება გაახალგაზრდავონ გონება, სხეული და სული. გამოვყვევით ამ სფეროში სამოგზაუროდ, ერთად გავიგოთ რა არის ველნეს ტურიზმი, მისი უპირატესობები, რა აქტივობებია დამახასიათებელი, როგორი ტენდენციებია და ა.შ.

ველნეს ტურიზმი არის ეფექტური გზა ფიზიკური გაახალგაზრდავებისა და სულიერი კეთილდღეობის სამყაროსკენ. ეს გახლავთ ტრანსფორმაციული მოგზაურობა, რომელიც სცილდება ტრადიციულ არდადეგებს, გთავაზობთ სიმშვიდის ადგილს, სადაც შეგიძლიათ გააცოცხლოთ თქვენი გონება, სხეული და შინაგანი სამყარო. თუკი ყოველდღიურ სტრესს გინდათ გაექცეთ, ველნეს ტურიზმი გაგათავისუფლებთ ქაოსისგან და მოგცემთ საშუალებას ახლიდან იგრძნოთ კავშირი საკუთარ თავთან. ველნეს ტურიზმი მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენება – ეს არის გასაღები პიროვნული ზრდისა და საკუთარი თავის აღმოჩენისკენ.

ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. 2015-დან 2017 წლამდე ველნეს ტურიზმის ბაზარი 563 მილიარდი დოლარიდან 639 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 6.5%-ია, რაც ორჯერ აღემატება მთლიანობაში ტურიზმის ზრდას. წინასწარი გათვლებით, ეს ბაზარი მალე $919 მილიარდს მიაღწევს და მსოფლიო ტურიზმის 18%-ს დაიკავებს.

რა აქტივობებს აერთიანებს ველნეს ტურიზმი?

ნიშური ინდუსტრიის მიუხედავად, ველნეს ტურიზმი საკმაოდ ბევრ მიმართულებას აერთიანებს: სამედიცინო და კოსმეტიკური ტურიზმის ფარგლებში, ვიზიტორები სხვადასხვა კლინიკას სტუმრობენ, ფიზიკური – სპას, მასაჟს, იოგასა და სხვა აქტივობებს მოიცავს, სარელაქსაციო – ბუნებაში განვტვირთვას, ექსპერიმენტულია მაგალითად, საფესტივალო სივრცეებში სტუმრობა, ჰოლისტიკურია სულიერი პრაქტიკით დაკავება, შინაგანი თვითგანვითარება და სხვა.

როგორ ჩამოყალიბდა ველნეს ტურიზმი

ველნეს ტურიზმი შედარებით ახალი სფეროა, მაგრამ მისი ფესვები უძველესი დროიდან იწყება. საუკუნეების განმავლობაში, ადამიანები მოგზაურობდნენ ისეთ ადგილებში, სადაც სამკურნალო საშუალებებს იპოვიდნენ, როგორიცაა: ცხელი წყაროები, მინერალური აბანოები, სალოცავები… სპა ინდუსტრიის პოპულარობა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. სპა სთავაზობდა სხვადასხვა სახის მკურნალობას, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ეს ტენდენცია გაგრძელდა 1960-იან და 1970-იან წლებში. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი აღმოსავლური ფილოსოფიისა და ალტერნატიული მედიცინის მიმართ.

ველნეს მოძრაობას საფუძველი 1980-იან წლებში ჩაეყარა. ამან ხაზი გაუსვა ჰოლისტიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობას. დღეს, ველნეს ტურიზმი მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა. ადამიანები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და ეძებენ სხვადასხვა სახის ველნეს გამოცდილებას, როგორიცაა აბაზანები, იოგას კურსები, სამკურნალო, მედიტაციური პრაქტიკა და სხვა.

როგორია ველნეს ტურიზმი საქართველოში?

ველნეს ტურიზმი საქართველოში საკმაოდ განვითარებული იყო. ამაზე მეტყველებს საკურორტო და დასასვენებელი ზონების, სპეციალური თერაპიული სანატორიუმების სიმრავლე ქვეყანაში. საქართველოში, ოფიციალურად 103 კურორტი და 167 საკურორტო ზონაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, საირმე, ნუნისი… სამკურნალო თვისებების მქონე რეზორტები განთავსებულია როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მაღალმთიან რეგიონებში. თუმცა, დიდი ხანი არაა, რაც მაღალი დონის საკურორტო სერვისების განვითარება დაიწყო. თანდათან იმატებს პრემიალური კლასის ველნეს სივრცეების რიცხვი და მათდამი ინტერესიც.

რატომ არის ველნეს ტურიზმი ასეთი მოთხოვნადი?

ველნეს ინდუსტრიის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთი მხრივ, იზრდება ცნობიერება ფიზიკირი და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. უფრო პოპულარული ხდება ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკა. ინტერნეტისა და სოციალური მედიის ზრდამ ადამიანებს ველნეს გამოცდილების გაცნობა და დაჯავშნა გაუმარტივა. ველნეს ტურიზმი კვლავაც ვითარდება. ადამიანები უფრო მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე და ახალ გზებს ეძებენ, სასიცოცლო ძალების აღსადგენად. ეს კი ველნეს ტურიზმზე მოთხოვნაზე აისახება.

შეიძლება ითქვას, რომ ამ კითხვას მრავალი პასუხი აქვს. პირველ რიგში, ადამიანები სულ უფრო აცნობიერებენ მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას. ისინი აქტიურად ეძებენ გზებს სტრესის შესამცირებლად და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ველნესი კი გიქმნით გარემოს, სადაც სრულად შეგიძლიათ ორიენტირდეთ გაჯანსაღებაზე.

ამასთან, ველნეს ტურიზმი შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ახალი უნარებისა და კულტურების შესასწავლად. ბევრი ველნეს მიმართულება გთავაზობთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამას და სემინარს, რომელზეც ახალ პრაქტიკებს გაიზიარებთ.

[R]

AI Coach მომხმარებლებს საოცნებო სამსახურის პოვნაში დაეხმარება

დაზღვეულზე მჯდარხარ? – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია